x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
როგორ ირჩევენ ადამიანები პარტნიორს

ადამიანის ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე მისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის ხდება ახლო ურთიერთობები, როდესაც მან ცხოვრების თანამგზავრი, პარტნიორი უნდა შეარჩიოს. ცნობილმა ფსიქოლოგმა ერიკ ერიქსონმა გამოთქვა ვარაუდი, რომ მოზრდილობის ძირითადი ამოცანა იყო ინტიმური ურთიერთობების მოწყობა, მოწესრიგება. საინტერესოა, როგორ ირჩევენ ადამიანები პარტნიორს, რატომ ირჩევს ზოგიერთი დაქორწინებას, ზოგიერთი უბრალოდ თანაცხოვრებას და ზოგიერთი კი მარტოხელობას?

ქართულ რეალობაში თანაცხოვრება ჯერჯერობით სიახლეა და არცთუ ისე ბევრი „მიმდევარი“ ჰყავს. ცხოვრების ამ სტილს ხშირად აკრიტიკებენ საქართველოში რელიგიური, ტრადიციული თუ სხვა შეხედულებების გამო. მარტოხელობასაც საკმაოდ კრიტიკულად უდგება ჩვენი საზოგადოება და ხშირად ის განიხილება არა როგორც ადამიანის არჩევანი. ქართული ტრადიციებისთვის ყველაზე დამახასიათებელია მონოგამიური ქორწინება, საზოგადოებრივი ნორმები ჩვენს ქვეყანაში მოითხოვენ წყვილისაგან ქორწინებას, ქორწინების შენარჩუნებას ნებისმიერ ფასად (სავარაუდოდ მხოლოდ ქალისგან), შვილების ყოლას, ინტიმურ ურთიერთობებს მხოლოდ ქორწინებაში და ასევე მკაცრ განსზაღვრას ქალის და მამაკაცის როლისა.

ვნახოთ როგორი მდგომარეობაა ამ კუთხით აშშ-ში, ურთიერთობის რომელი ფორმაა უფრო მეტად პოპულარული და რატომ.

ქორწინება

აშშ-ში ნორმები, რომლებიც მოთხოვდა წყვილისაგან აუცილებლად დაქორწინებას, ინტიმურ ურთიერთობებს მხოლოდ ქორწინებაში და როლების მკაცრ დიფერენციაციას, 1950-იანი წლებიდან მნიშვნელოვნად შემცირდა, თუმცა წყვილების უმეტესობა, მათ შორის გეი და ლესბოსელი წყვილები მაინც ირჩევენ ტრადიციულ ოჯახურ ცხოვრების წესს - ქორწინებას, სამუდამო პასუხისმგებლობის აღებას და შვილების ყოლას. აშშ არის მრავალეროვანი ქვეყანა, სადაც შეხვდებით სხვადასხვა სახის ცხოვრების სტილს, თუმცა მონოგამიური ქორწინება ყველაზე პოპულარულია. დაახლოებით 90% ქალებისა და მამაკაცებისა ქორწინდებიან ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე. ამერიკაში ძირითადად ქორწინებამდე პერიოდი შეიცავს პარტნიორის ძიებას, არშიყობას, ნიშნობას. პარტნიორის არჩევა დამოკიდებულა მხოლოდ წყვილის გადაწყვეტილებაზე და განპირობებულია სიყვარულით. ქორწინების უღლის დადგმა აღინიშნება საქორწინო რიტუალით, რომელიც შეიძლება იყოს უბრალო, სადა და ასევე სპეციალურად ორგანიზებული დიდი საქორწინო წვეულება. მუხედავად ქორწილის ზომისა, ფაქტი ერთია, ორი განსხვავებული ოჯახი ხდება დაკავშირებული. ქორწინებამ უნდა უზრუნველყოს ემოციური მხარდაჭერა, სექსუალური დაკმაყოფილება და ფინანსური უზრუნველყოფა.

ამერიკულ კულტურაში, განსხვავებით არაბული კულტურისაგან, ადამიანები თავისუფალნი არიან არჩევანში და გადაწყვეტილების მიღების პროცესში, თუმცა მაინც რჩება ძლიერი შეზღუდვები ისეთ ურთიერთობებზე, რომელიც შეიცავს სოციალურ, ეკონომიკურ, რელიგიურ თუ ეთნიკურ უთანასწორობებს. მაგ, არსებობს ჯგუფები, რომლებიც სექსულაურ ცხორებას მოითხოვენ მხოლოდ ქორწინების შემდეგ, ასევე ერთსქესიანთა ქორწინება აკრძალულია კანონით შტატების უმეტესობაში, ასევე სოციალური ინსტიტუტები, როგორიცაა მშობლები, უმეტეს შემთხვევაში „წარბს კრავენ“ ნებისმიერი სახის შერეულ ქორწინებაზე.

მიუხედავად ასეთი სოციალური შეზღუდვებისა, აშშ-ში არსებობს შემდეგი მონაცემი: 2002 წელს ამერიკაში დაფიქსირდა 1 674 000 რასათშორისი ქორწინება, რაც არის დაახლოებით 3% ყველა დაქორწინებული წყვილებისა და არის ყველზე დიდი მაჩვენებელი ამერიკის ისტორიაში.

თანაცხოვრება

ზოგიერთი წყვილი ირჩევს უბრალოდ თანაცხოვრებას ქორწიების კანონიერად გაფორმების გარეშე. თუმცა ეს პროცესი არის ან არ არის ქორწინების მსგავსი. მათ 57%-ს არ ყავს შვილები. თუმცა რთულია ასეთი წყვილების რაოდენობის ზუსტი სტატისტიკის გამოთვლა, რადგან ზოგიერთს არ სურს თავისი ურთიერთობის საჯაროდ გამოცხადება, ასევე იმიტომ რომ ამ სახის ურთიერთობები გარდამავალი ბუნებისაა და არასტაბილურია. თუმცა მაინც არსებობს გარკვეული სახის მონაცემები: 1970 წლიდან თანაცხოვრების რიცხვი 2008 წლამდე საგრძნობლად გაიზარდა, 523 000-დან 6 799 000-მდე. მათი უმეტესობა არის ადრეული მოზრდილობის ასაკში (18-30) 2008 წელს ასეთ ურთიერთობაში მყოფი მამაკაცების 63, 9% და ქალების 68% იყვნენ 40 წელს დაბლა.

არაფორმალური თანაცხოვრებაც ბევრ ისეთ რამეს მოითხოვს, რასაც ქორწინება. უნდა გადაიჭრას კონფლიქტები, აუცილებელია ასევე მუდმივი და ეფექტური კომუნიკაციაც. ისევე როგორც დაქორწინებული წყვილი, თანამცხოვრებნიც უნდა გაუმკლავდნენ პრობლემებს, იყვნენ ერთგულნი. მაგრამ, რა თქმა უნდა არის განსხვავებაც დაქორწინებულ და თანამცხოვრებ წყვილებს შორის. თანამცხოვრებ წყვილებს აქვთ მეტი თავისუფლება ეძიონ სასიყვარულო ურთიერთობები, ნაკლებ ვალდებულები არიან ერთმანეთის წინაშე.

მიუხედავად იმისა, რომ თანამცხოვრები წყვილის უმეტესობა გეგმავს ქორწინებას, მხოლოდ 1/3 რეალურად ახორციელებს მას. თანამცხოვრები წყვილში, რომელიც ქორწინდება, არ უმჯობესდება კომუნიკიცია და არც მეტ კმაყოფილებას გრძნობენ იმ წყვილთან შედარებით, რომელიც ქორწინებამდე ერთად არ ცხოვრობდა. 3 000 წყვილის გამოკითხვის შედეგად დადასტურდა, რომ საშუალოდ ის წყვილი, რომელიც ქორწინებამდე ერთად ცხოვრობდა, იყო ნაკლებ ერთგული და ნაკლებ ბედნიერი, ვიდრე ისინი, ვინც ქორწინებამდე ერთად არ ცხოვრობდნენ. კვლევები ასევე ადასტურებენ, რომ თანამცხოვრები წყვილი შემდგომში ნაკლებად უდგას ერთმანეთს მხარში და პრობლემის გადაწყვეტისას მიმართავენ ნაკლებ ეფექტურ გზებს. ასევე განქორწინების მაჩვენებელი მაღალია იმ წყვილში, რომელიც მანამდე თანაცხოვრობდა: 10 წლის შემდეგ განქორწინების მაჩვენებელი არის 30% იმათში ვინც მანამდე არ ცხოვრობდა ერთად, წინააღმდეგ 40%-ისა, ვინც თანაცხოვრობდა. ბავშვებთან, თანამცხოვრები მშობლებით, დაქორწიებულ მშობლებთან შედარებით, რისკი მშობლების განშორებისა არის 5-ჯერ დიდი.

ასე რომ, თანაცხოვრება არ აისახება პოზიტიურად შემდგომ ქორწინებაზე და შეიძლება ასოცირებული იყოს ნაკლებ დამაკმაყოფილებელ შედეგებთან, ვიდრე იყო ნავარაუდები. მიუხედავად ამისა, თანაცხოვრების რიცხვმა მნიშვნელოვნად იმატა ბოლო ათწლეულში ევროპასა და აშშ-ში.

მარტოხელები

მარტოხელობის ფენომენის გასაგებად, უნდა გავიაზროთ ის, როგორც არჩევანი არ იქორწინო ან როგორც საზოგადოებაში შექმნილი მდგომარეობის გამოძახილი. მაგ, 1930-იან წლებში აშშ-ში, დიდი დეპრესიის პერიოდში, ძალიან ცოტა ქორწინდებოდა და ისიც საკმაოდ მოზრდილ, შეიძლება ითქვას გვიან ასაკში. ეს ტენდენცია გრძელდებოდა მეორე მსოფლიო ომის დროსაც, როდესაც მარტოხელა ქალები აქტიურად ჩაერთვნენ სამხედრო სამსახურებში, ამ დროს მათი ქმრები ან შეყვარებულები ომში იბრძოდნენ და იღუპებოდნენ. ომის შედეგ სურათი საგრძნობლად შეიცვალა, 1950-იან წლებში საქორწინო ასაკის ადამიანების მხოლოდ 4% რჩებოდა მარტოხელა და პირველი ქორწინების ასაკი საკმაოდ, რეკორდულად დაბალი იყო. თუმცა მარტოხელობა პოპულარული გახდა 1970-იანი და 19980-იან წლებში: ქორწინების რიცხვმა 45 წელს დაბლა ასაკში ძალიან იკლო, თითქმის გაუტოლდა დიდი დეპრესიის დროინდელ მონაცემებს და დარჩა კიდეც დაბალი.

მარტოხელად დარჩენის ტენდენციები განსხვავებულია ეთნიკურადაც. თეთრკანიანი ამერიკელები ნაკლებ მიდრეკილნი არიან დარჩნენ მარტოხელები, შავკანიანი ამრეკილები კი უფრო მიდრეკილნი არიან მარტოხელა ცხოვრებისკენ.

თანამედროვე ახალგაზრდებში მარტოხელობა შეილძლება უბრალოდ ნიშნავდეს ქორწინების გადადებას. 2007 წელს 20-24 წლის ასაკში 86, 9% ამერიკელი მამაკაცებისა და 76, 4% ამერიკელი ქალებისა საერთოდ არ ყოფილან არცერთხელ დაოჯახებულნი. 30-34 წლების შუალედში კი ეს მაჩვენებლები ეცემა 32%ამდე კაცებში და 24%ამდე ქალებში, ხოლო 40-44 წლის ასაკში კი ეს მაჩვენებელი მამაკაცებისთვის იყო 16, 9%, ხოლო ქალებისთვის 12, 9%.

დღესდღეისობით, ნებისმიერი ეთნიკური თუ სოციალური ჯგუფისთვის დაუქორწინებელი ახალგაზრდების რიცხვმა ძალიან იმატა, ისეთ მაჩვენებელზე ავიდა, როგორიც არ ყოფილა უკანსაკნელი 50 წლის განმავლობაში. რასაც უამრავი ფაქტორი განაპირობებს.

ფაქტია, რომ ეს ტენდენცია გაგრძელდება, თუმცა მომავალში კვლავ გაძლიერდება თუ შემცირდება უცნობია. არსებობს უამრავი ვარაუდი, თუ რატომ ირჩევენ ადამიანები მარტოხელობას. ზოგიერთისთვის ეს არ არის პიროვნული არჩევანი, არამედ არის არასურველი შედეგი შესაფერისი პარტნიორის ძიებისა. ზოგერთნი უბრალოდ ტკბებიან თავისუფალი ინტიმური ურთიერთობებით და თავს არიდებენ ოჯახურ პრობლემებს. ზოგერთს არ უნდა, რომ პარტნიორი იდგეს მისი პიროვნული განვითარების გზაზე და ხელს უშლიდეს. ასევე ადამიანებს არ უნდათ განიცადონ სევდა, უბედურება, ბრაზი, სექსუალური ფრუსტრაცია დ მარტოობა ურთიერთობისგან, რომლისგანაც ბევრს ელოდნენ. ასევე ძლიან ბევრი გაურბის მშობლობის პასუხისმგებლობას.

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ მიუხედავად თანაცხოვრების რაოდენობის და პოპულარობის ასეთი მასშტაბური ზრდისა, ასეთი სახის ურთიერთობა არასტაბილურია და არ არის შემდგომი მყარი ოჯახური ურთიერთობების მაგარანტირებელი. პირიქით, ხშირ შემთხვევაში უფრო მეტად სრულდება განშორებით ქორწინების შემთხვევაშიც კი და მეტია რისკი იმედგაცრუებისა. რაც შეეხება მარტოხელობას, რომელსაც ქართველები „შინაბერობას“ ვუწოდებთ, როგორც ვნახეთ უამრავი ფაქტორი განაპირობებს. საინტერესო იქნებოდა ამ ფენომენის კვლევა საქართველოში, თუ როგორ განიხილავს ქართული საზოგადოება და რა დამოკიდებულება აქვს მის მიმართ. თუმცა, სანამ მსგავსი სახის კვლევები საქართველოშიც ჩატარდება, დავეყრდნოთ ამერიკულ მაგალითს და შევუსაბამოთ ქართულ რეალობას.

გამოყენებული ლიტერატურა:
1. Grace J. Craig, Wendy L. Dunn, „Understanding Human Development“,
University of Massachusetts, 2007

0
41
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ბარბარე გეთია
ბარბარე გეთია
41
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0