x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134038
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
კაზანტიპი - ტესტი თანამედროვეობაზე თუ?
image

ლეგენდარულმა მუსიკალურმა ფესტივალმა "კაზანტიპი" 20-30 აგვისტოს ჩათვლით უკრაინიდან საქართველოში გადმოინაცვლა.

ანაკლიასა და გალმუხურს შორის გამოჩნდა კაზანტიპის ერთ-ერთი სიმბოლო - დიდი ყვითელი ჩემოდანი. მიუხედავად სიცხეებისა სამუშაოებმა წარმატებით ჩაიარეს და ეს გამოგონილი რესპუბლიკა შეიძლება ნაწილობრივ შემდგარადაც კი გამოვაცხადოთ.

imageimage


კაზანტიპი ერთ-ერთი ცნობილი მუსიკალური ფესტივალია და სწორედ ამ პოპულარულობის გამო მისი ორგანიზატორები უამრავ ტურისტსა და დიდ შემოსავალს გვპირდებიან.

"ნარინჯისფერ რესპუბლიკას" უარყოფითად შეხვდა საართველოს ნაწილი და ეს ბუნებრივიცაა ჩვენი მენტალიტეტის, რელიგიისა და წარსულის გამო. თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ბევრია მომხრეც.imageimage

კაზანტიპის პრეზიდენტი ნიკიტა მარშუნოკი ამბობს, რომ საქართველოში ყველამ არ გაამართლა მისი მოლოდინი.

- მე მაჩვენეს მომღიმარი პოლიციელები, იდეალური კანონები, თუმცა შემდგომში აღმოვაჩინე, რომ ისინი არ მუშაობს. არის კონკრეტული წესები, მაგრამ არც ისინი არ მუშაობს. ყველაფერი კარგადაა აქ მოგონილი, მაგრამ იმისათვის რომ იმუშაოს სისტემამ, უნდა იყოთ უფრო მტკიცეები და ხელი არ უნდა შეუშალოთ მათ ვინც ქვეყნის ეკონომიკისათვის კარგს ცდილობს.

კაზანტიპის მშენებლობამ მომიტინგეების ფონზე ჩაიარა და მისი ინიციატორი შეიძლება ითქვას, რომ ეკლესიაა. მათი აზრით კაზანტიპი გარყვნილებაა, ეს არის სოდომად და გომორად გადაქცევა, გარყვნილების იმპორტი საქართველოში და ა.შ. ამ ყველაფერზე კი ნიკიტამ განაცხადა:

-ჩვენ ყველა სექსის შედეგად გავჩნდით. თუკი ამ ქვეყანაში სექსი ტაბუა, მაშინ ჩვენ რესპუბლიკაში შევიტანთ წინადადებას, რომ 20-დან 30 აგვისტომდე არავინ დაკავდეს სექსით. ეს ალბათ ყველას აწყობს. სექსი აქ არ იქნება ....

imageimage

რაც შეეხებათ ამ პროექტის უნებლიე მონაწილეებს, ანაკლიისა და გალმუხურის მცხოვრებლებს. აქაური მაცხოვრებლები გაგიკვირდებათ და მომხრეები არიან ამ პროექტისა, ისინი ცოტაოდენი ფულის შოვნას ელიან ამ პროექტიდან და ბევრმა ბანკიდან კრედიტიც კი გამოიტანა იმისათვის, რომ ტურისტებს კარგად დახვედროდნენ.

-კაზანტიპი უნდა გაიმართოს, - აცხადებს ერთ-ერთი მცხოვრები, - ეს პროექტი, რომ ჩაიშალოს ეს ნიშნავს მთელი სოფლის გაკოტრებას. ესაა ჩვენი შანსი ვიშოვოთ ცოტაოდენი ფული... ანაკლიაში დასასვენებლად არავინ მოდის, ყველა ბათუმსა და ქობულეთს ირჩევს და ჩვენც შემოსავალი არსაიდან არ გვაქვს.

imageimageადგილობრივები იმედოვნებენ, რომ ეს არ იქნება პირველი და უკანასკნელი კაზანტიპი საქართველოში, მათ უნდათ, რომ "ნარინჯისფერმა რესპუბლიკამ" მომავალ წელსაც ანაკლიში დაიდოს ბინა.... თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ თუკი კაზანტიპი მართლაც ისეთი გარყვნილების ბუდე აღმოჩნდება, როგორადაც მას აქციის მონაწილეები ახასიათებენ, მაშინ თვითონ ადგილობრივები გააპროტესტებენ პროექტის ანაკლიაში გაგრძელებას.imageimage










საქართველოს ტესტი

კაზანტიპის ყირიმის ტერიტორიაზე ყოფნისას მას 100 ათასზე მეტი ადამიანი სტუმრობდა-ხოლმე, საქართველოში კი ისინი 30 ათასამდე სტუმარს ელიან. თუმცა ორგანიზატორები არ გამორიცხავენ იმასაც, რომ ავიაბილეთების სიძვირის გამო შეიძლება რაოდენობა შემცირდეს, ამას ემატება ისიც, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ავიარეისების სიმცირის გამო რუსეთიდან ბევრი ვერ ახერხებს ჩამოსვლას... არადა ყველაზე მეტი სწორედ ისინი არიან-ხოლმე.

imageimage











უნდა აღინიშნოს ისიც, რომ 25-30 ათასზე მეტ ადამიანს ფიზიკურადაც ვერ დაიტევს ანაკლია, ეს ბევრ უხერხულობას შექმნის, თუმცა ეს მხოლოდ პირველ ჯერზე. მომავალ წელსაც თუ აქ გაიმართება ეს პროექტი ყველაფერი გაცილებით უკეთესად იქნება და მეტ ადამიანსაც დაიტევს.


imageimage











ბოლოსთვის კი მინდა ვთქვა, რომ დიდი იმედი მაქვს ყველაფერი კარგად ჩაივლის და არანაირ გართულებას არ ექნება ადგილი, იქნება ახლა მაინც არ შევირცხვინოთ თავი.


p.s სტატიას ნიკიტა მარშუკინის სიტყვებით დავასრულებ:

- მთავრობამ იცის რომ ეს პროექტი ძალიან პერსპექტიული იქნება, თუმცა ერიდებათ ამის აღიარება....


0
58
2-ს მოსწონს
3-ს არა
ავტორი:merion black
merion black
58
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0