x
image
worldsport.ge
მავუბა შესაძლოა “რომაში” გადავიდეს

imageგამოცდილმა ნახევარმცველმა რიო მავუბამ, რომელიც ამ ზაფხულს “ლილის” დატოვებას აპირებს, შესაძლოა, კარიერა “რომაში” გააგრძელოს.
30 წლის ფეხბურთელი შვიდი სეზონია ფრანგული კლუბის ღირსებას იცავს და ახლა სიტუაციის შეცვლის სურვილი გამოთქვა. მან ოფიციალურად განაცხადა, რომ ახალ სამუშაო ადგილს ეძებს.
Football Italia-ს ცნობით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ის შესაძლოა, “რომას” შეუერთდეს. “მგლებს” რუდი გარსია ავარჯიშებს, რომელიც რიოსთან ერთად “ლილში” მუშაობდა და 2011 წელს გუნდი ქვეყნის ჩემპიონი გახადა.
მავუბას “ლილთან” კონტრაქტი კიდევ ერთი წლით აკავშირებს, სატრანსფერო ღირებულება კი, 3 მილიონი ევროა.

ზურა ქსოვრელი

www.worldsport.ge

0
0
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
0
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0