x
image
worldsport.ge
ვაწაძემ დანიის თასზე გაიტანა

imageდანიის თასზე "ორჰუსმა" გასვლაზე 2:0 სძლია "ვიბორგს", ერთი გოლი კი მათე ვაწაძემ გაიტანა. მან მატჩი სრულად ჩაატარა და 77-ე წუთზე ახლო მანძილიდან მიითვალა გოლი. დავით დევდარიანსა და დავით სხირტლაძეს არ უთამაშიათ, რადგან ტრავმები აქვთ.
სამხრეთ აფრიკაში მესამე ტური გაიმართა და გიორგი ნერგაძის "ბიდვესტმა" შინ 1:0 სძლია "მარიცბურგს". ქართველი ნახევარმცველი 79- წუთზე შეიყვანეს მინდორზე. "ბიდვესტს" 7 ქულა აქვს და მესამე ადგილზეა.
"დნიპროში" ჯაბა კანკავა კვლავ უთამაშებელი დარჩა: ქართველი ნახევარმცველი განაცხადშიც არ იყო ევროპის ლიგის პლეი ოფის შეხვედრაში, რომელშიც უკრაინულმა გუნდმა 2:1 სძლია სპლიტის "ჰაიდუკს".

www.worldsport.ge

0
21
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
21
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0