x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134390
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
მომავალი შემოდგომის მოდური ტენდენცია-'Color blocking "
თამამი ფერადი კონტრასტებიდან დაწყებული კაშკაშა გრაფიკით და მქრალი პასტელური შეხამებით დასრულებული- ახალ სეზონზე

Color blocking ახალ პრინციპებს გვთავაზობს.

image

Fausto Puglisi


Color blocking-არის რამდენიმე განსხვავებული მკვეთრი ფერის ურთიერთშეხამება, როცა ერთი ტონი "ბლოკავს" მეორეს და წარმოიქმნება საინტერესო გადაწყვეტები. ფერთა კონტრასტი ხაზს უსვამს ფორმის გამორჩეულობას და მთავარს თითქოსდა მარკერით გამოყოფს, რაც უზრუნველყოფს სამოსში დეტალების ეფექტურ კომბინაციას.

მომავალ სეზონისთვის დიზაინერები კვლავ აჯერებენ მკვეთრ ფერებს ერთ სამოსში, თუმცა იცვლება ფერთა კონფლიქტის სიმძაფრე და არსი.

მოდური სახლის Dior -ის ახალი კოლექციის ვარდისფერ-მწვანე კაბის ფოტომ ჩვენებიდან მეორე დღესვე მოიარა ყველა მოდური გამოცემა, რითაც შემოდგომა-ზამთრის ერთ-ერთი მთავარი მოდური ტენდენცია- ფერების თამამი შეხამების ხელოვნება- დადასტურდა. Dior-ის კრეატიულმა დირექტორმა რაფ სიმონსმა სრულად გამოავლინა მისი სიყვარული კონტრასტული კომბინაციების მიმართ და შემოდგომა-ზამთარი 2014 წლის კოლექცია სრულად იყო ორიენტირებული ფერზე.

image

image

image

Dior

მომავალი სეზონის კოლექციებში ფერების კომბინაცია არამარტო მინიმალისტმა-დიზაინერებმა გამოიყენეს. თუ დიორის კოლექციებში კონტრასტული ფერები თანაბრად იყო განაწილებული, Thakoon-თან ერთი ფერი უფრო დათრგუნულია, Altuzarra, Givenchy, Jean-Paul Gaultier კოლექციებში კი ერთი ფერი ადგილს სრულად უთმობს მეორეს. პალტოს მკვეთრი ფერის საყელო, კონტრასტული ხელთათმანები, ფლუორესცენტული შარფი ან განიერი ზოლები შარვლის ჯიბეებზე -ამ შემოდგომაზე Color blocking უფრო ხშირად დეტალებში გხვდება, რაც ხაზს უსვამს თარგის ორიგინალურობას. ან პირიქით სამოსს აძლევს ტონს, გარეგნულად ემსგავსება რა კონტრასტულ გრაფიკულ პრინტებს, როგორც Fausto Puglisi-ს კოლექციებში.

image
Versace
image

image

Givenchy
image

Altuzarra

image
Fausto Puglisi
image
Thakoon

image

Sacai
ზოგიერთი დიზაინერის მაგ. Missoni, Marc Jacobs, Roksanda Ilincic- კოლექციებში აგრესიული კონტრასტის ნაცვლად ორი ფერის კავშირია წარმოდგენილი, სადაც ერთი ფერი მეორეს ანათებს.

image

Marc Jacobs

კიდევ ერთი ვარიანტი გახლავთ არამარტო მონოქრომული ფერების შეხამება, არამედ სხვადასხვა ფერების არევა. მაგ. Valentino, Dries Van Noten и Acne Studios კოლექციებში

image
Valentino

image
Dries Van Noten
ასე რომ ეფექტური და მოდური ტენდენცია, Color blocking სწორედ რომ მისწრებაა შემოდგომის ნაცრისფერი დღეებისთვის, რადგან ის ფერების შეხამების მრავალრიცხოვან კომბინაციებს გვთავაზობს, რომელშიც კონტრასტების ინტენსიურობა განწყობის მიხედვით შეგიძლიათ შეცვალოთ.





0
92
1-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:maia
maia
92
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0