x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ბიონსე Jay Z-ისთან განქორწინებას გეგმავს

image

იქნება თუ არა ბიონსე ისევ მარტოხელა ქალბატონი?! ამერიკული
გამოცემა „Us Weekly“ მომღერალ ბიონსესა და მისი რეპერი მეუღლის, Jay Z- ის განქორწინების ექსკლუზივს აქვეყნებს... სელებრითების განქორწინება და ოჯახების დანგრევა სულაც არ არის რაიმე განსაკუთრებული მოვლენა. ეს ყველაფერი ჩვეულებრივ მოვლენად იქცა და ეხლა გაოცებას ოჯახის შენარჩუნება უფრო იწვევს. მიუხედავად ამისა, მომღერლის თაყვანისმცემლები და გულშემატკივრები გავრცელებული ინფორმაციით გაოცებულები არიან, რადგან წყვილი გამუდმებით აქვეყნებს ერთად გადაღებულ ბედნიერ ფოტოებს. მაგრამ ფაქტია, რომ ბიონსე მზად არის ჯეი ზისთან დაასრულოს გახმაურებული და ყველასათვის ცნობილი 6 წლიანი ურთიერთობა. ამ ინფორმაციის წყაროს „Us Weekly“ ჯერ არ ასახელებს.


image

მომღერლის გარემოცვა ადასტურებს, რომ 32 წლის ბიონსეს
ყველაფერი დაგეგმილი აქვს, თუ როდის და როგორ დატოვებს მის 44 წლის რეპერ მეუღლეს, რომელიც ამავდროულად, მისი 2 წლის ქალიშვილის მამაც არის.
წყარომ „Us Weekly“-ს ასევე განუცხადა, რომ ბიონსე მეუღლის
გარეშე ეძებდა ბინას მანჰეტენზე. ის თავის შვილთან ერთად მარტო აპირებს ცხოვრებას და მზად არის ყველაფერი გააკეთოს თავისი და თავისი შვილის მომავლისათვის. ასევე სახელდება რამდენიმე ფაქტი, რამაც წყვილის ქორწინება ეჭქვეშ დააყენა.

image



3
94
3-ს მოსწონს
ავტორი:პერსეპოლისი
პერსეპოლისი
94
  
2014, 20 აგვისტო, 23:13
არც ეგ გამიკვირდება თავისთავად, მაგრამ "ყვითელი პრესა" აქტიურად მუშაობს და მწირი ნიუანსიც კი არ გამოეპარებოდათ ჩემი აზრით, ეგ ხომ მაგათი საქმეა :))
2014, 20 აგვისტო, 23:08
ხო მეც, მაგრამ არც ის გამიკვირდება, მართალი რომ იყოს.
2014, 20 აგვისტო, 23:05
მორიგი ჭორი მგონია.
0 1 3