x
image
beko777
Mediator image
როდის არის საჭირო გათხოვება?
მე კი მინდა მდიდარი! - როდის არის საჭირო გათხოვება?


imageისეთი სერიოზული ნაბიჯის, როგორიცაა, როგორ ავუბნიოთ მამაკაცს ტვინი, რომ მისგან „ბატონი“ მივიღოთ, მთელი 4 მიზეზი არსებობს ცხოვრებაში.
რა თქმა უნდა, ქალებისთვის ცოლ-ქმრული ცხოვრება - ეს პირველ რიგში, ცნობისმოყვარეობაა, რომელიც არაა საფუძველს მოკლებული. ვერავინ ვერასოდეს დაარწმუნებს ქალს, რომელიც პირველად იგემებს ფატის გემოს, რომ ქორწინების სახლიდან სამუდამოდ ქრება ყოველგვარი რომანტიკა, ინტრიგები მიიღებენ ამ სიტყვის სრულ მნიშვნელობას, მხოლოდ დარჩება პრობლემები და იშვიათად სასიამოვნო შეგრძნებები. მაგრამ ცნობისმოყვარეობა რჩება ცნობისმოყვარეობად და ბოლოს და ბოლოს თითქმის ყოველი ქალი ვიღაცას გააბედნიერებს, თუ, რა თქმა უნდა, მოინდომებს – კაცები ყველას ეყოფა!

imageრჩება მთავარი კითხვა: - მაინც რა უბიძგებთ ქალებს ამ გადამწყვეტი, ზოგჯერ კი სრულიად დაუფიქრებელი საქციელისკენ, რომ მთლიანად დაუთმონ თავი სრულიად უცხო მამაკაცს?

პირველ რიგში: - სიყვარული. აქ არავითარი ახსნა–განმარტება არაა საჭირო. სიყვარული – ამით ყველაფერია ნათქვამი. ამასვე უნდა მივაკუთვნოთ ის შემთხვევაც, როცა ახალგაზრდა ქალიშვილს სთხოვს ცოლობას; ქალიშვილს მაინცდამაინც არ უნდა გათხოვება, მაგრამ უარის თქმა ეუხერხულება, ვაითუ ეს პირველი და უკანასკ-ნელი შემთხვევაა?
imageმეორე შემთხვევა: - გამოუვალი მდგომარეობა. ქალები, რომლებმაც არ იჩქარეს ახალგაზრდების მიერ შეთავაზებულ წინადადებაზე ეთქვათ თანხმობა. ბავშვობაში ბევრი იკითხეს ზღაპრები და ელოდნენ თეთრ ცხენზე ამხედრებულ უფლისწულებს, რომლებიც აი ეს ეს არის მიმოფანტავენ ადგილობრივ თაყვანისმცემლებს, ერთი ნახვით მოაჯადოებენ მათ, შემოისვამენ ცხენზე და გააქანებენ არავინ იცის სად... მაგრამ არ გამოჩნდა ნანატრი უფლისწული. ალბათ ცხენი გახდა ავად!!! მშობლები აღშფოთებულები არიან, მეზობლები ინტერესდებიან, მეგობრები თანაუგრძნობენ. მორჩა, უკვე დროა! უფლის-წულზე თუ არა, თანაკლასელზე მაინც უნდა გათხოვდეს, რომელსაც ადრე მხოლოდ გვარით თუ იცნობდა. სევდიანი სურათია, მაგრამ საკმაოდ ხშირად გვხვდება.

imageძველი ტრადიციისამებრ, ქალბატონების წინაშე მიღებულია ქუდის მოხდა და თუ მართლაც ღირს ამის გაკეთება იმ ქალბატონების მიმართ, რომლებიც მესამე კატეგორიაში მოექცნენ. კერძოდ, მათთვის, ვისთვისაც ქორწინება – ესაა არსებობა. ესენი არიან: ქალები–სტრატეგები, ქალები –„მსახიობები“, ქალები ცივი და ანგარებიანი გულით. დიახ, ლაპარაკია მათზე, ვისთვისაც სიყვარული – დიაგნოზია და ისინი ამით არ განიცდიან. მათთვის მამაკაცი ხიდია, რომლის გავლითაც ისინი იოლად გადალახავენ არამშვიდ, აბობოქრებულ მდინარეს, სახელწოდებით „ცხოვრება“.
სამართლიანია, რომ ითქვას: იმისათვის, რომ გქონდეს უფლება „ანგარებიან ქორწინებაზე“, რკინის ლოგიკისა და არტისტული მონაცემების გარდა, ყოველ ქალბატონს უნდა ჰქონდეს გარეგნული მონაცემები, მიახლოებული მიღებულ მსოფლიო სტანდარტებთან და ეს გასაგებიცაა, რადგან ახალგაზრდას „მობილურით“ არ სჭირდება შინამოსამსახურე სამზარეულოში. მათ სურთ გრძელფეხება თოჯინა, რომლის გაყვანაც „მაღალ საზოგადოებაში“ არ შერცხვებათ.
ქალი, რომელიც ირჩევს ანგარებით ქორწინებას, ესმის, რომ ერთდროულად რამდენიმე კურდღელს კლავს: თხოვდება, უზრუნველყოფს საკუთარი თავის არსებობას და თავისუფლდება მძიმე ქალური სამუშაოსაგან.


მაგრამ იცოდეთ, რომ ყველაფერმა ამან შეიძლება არ გაამართლოს. მთავარია, არ დაგავიწყდეთ მუდმივად შეახსენოთ ქმარს, რომ თქვენ ის ძალიან, ძალიან გიყვართ. რომ ეს სიყვარული გულიდანაა და რომ მისი ბინა, მანქანა, აგარაკი და საათი „როლექსი“ – ერთად აღებული, აქ არაფერ შუაშია. ეჭვი არ შეგეპაროთ, მამაკაცი დაიჯერებს! ის ხომ დიდი ბავშვივითაა!!!


image... და მეოთხე პოზიცია, რომელიც ბოლო დროს ყველაზე პრაქტიკული და მისაღები გახდა საზოგადოებისთვის სავარაუდოდ ალბათ ყველაზე პოპულარულიცაა: - ქალს ყავდეს მამაკაცი რომელსაც ის ეყვარება, რომელიც მას ეყვარება და არავითარ სოციალურ მდგომარეობას და სტატუსს მამაკაცისას ამ შემთხვევაში უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა, სურვილის შემთხვევაში მსგავსი სიტუაცია უკვე დაოჯახებული მამაკაცებისა და გასათხოვარი გოგონების ურთიერთობის ხვედრია, რაც ბევრჯერ იმაზე მეტად იდეალურია, ვიდრე ბევრი სამოქალაქო და დაკანონებული ქორწინება, წლების მანძილზე შენარჩუნებულიც კი. იქ სადაც სიყვარულია, მსგავსი შემთხვევები მისაღები და მარტივია, მანამდე სანამ ეს ქალის ფსიქოლოგიას შეუძლია აიტანოს, რადგან თითქმის ყველა ქალს გარკვეული დროის შემდეგ მოთხოვნილებები ეზრდება და ეგოიზმის მძაფრი გამოვლინება აქვს, თუმცა დროში გამოცდილი ურთიერთობები - გაფრთხილებას ექვემდებარება.

მეგობრობა მეგობრობად, მაგრამ მამაკაცი ცალ-ცალკე!
არ არსებობს მეგობრობა ქალებს შორის: მათ უყვართ ერთმანეთი მამაკაცის გამოჩენამდე



imageმაგალითი I: ეს მოხდა ერთ–ერთ სტუდენტურ საერთო საცხოვრებელ-ში. სტუდენტები, როგორც ქალიშვილები, ისე ვაჟები, ერთად ცხოვრობდნენ. ნანასთან ოთახში ერთად ცხოვრობდა მისი მეგობარი ვახო და ნანას დაქალი ირინა. ამ თანაცხოვრებას აქვს თავისი სიმშვენიერე: თუ ყმაწვილს არ შეუძლია ერთდროულად საყვარელიც იყოს და თანამოსაუბრეც, მაშინ მას მშვენივრად შეავსებს მოსაუბრე მეგობარი გოგონა. მიიღება კავშირი: „სამთა გულები“. ნანა თავს მშვენივრად გრძნობდა მანამ, სანამ...


ორი წლის ერთად ცხოვრების შემდეგ ნანას გაუჩნდა ეჭვი, რომ მისი მეზობელი და მეგობარი ირინა რატომღაც თავის ქალურ პრობლემებს არჩევდა ვახოსთან და არა მასთან. ოთახს შუაზე ყოფდა ფარდები; ოთახის მეორე მხარიდან ხშირად ისმოდა სლუკუნი: „ოჰ, მე სულ მარტო ვარ ამ შეშლილ ქვეყანაზე“.


imageგავიდა კიდევ ორი თვე და ირინა ვახოსთან ერთად წავიდა საცურაო აუზზე; სულ მალე კი გადამწყვეტი დარტყმა მოახდინა – ვახოს დაბადების დღეზე ტრუსები აჩუქა. რა თქმა უნდა, ნანა შეიძლება ცდებოდა, მაგრამ ერთხელაც, ლექციებიდან დროზე ადრე დაბრუნებულმა ნანამ ირინას ვახოსთან ჩახუტებულს შეუსწრო. იყო გრანდიოზული სკანდალი. ნანამ ირინა და ვახო დაადანაშაულა ღალატში. ყველაზე საუკეთესო ტრადიციებით სცენა ეჭვიანობისა იყო დაცული: დამტვრეული ჭურჭელი, სილის გაწნა ყველას ჩამოურიგდა, ცრემლი დაიღვარა, ნაჩუქარი ტრუსები დაიხა. ამ სიტუაციაში ირინასა და ვახოს, თუ, რა თქმა უნდა, ვახოს არა აქვს ზნეობის გაგება დაკარგული, სინდისის ქენჯნა აწუხებთ. ორივე „მოღალატე“ ძლიერ განიცდის მომხდარს, მაგრამ ნანა ორივესთვის გახდა თავისებურად მოწინააღმდეგე, რომელსაც უბრალოდ უნდა „გადააბიჯონ“ და გაიარონ.


სასწავლო წლის ბოლომდე იწვალეს, შემდეგ კი ოთახი გამოიცვალეს და ირინამ და ვახომ ერთად დაიწყეს ცხოვრება. ნანა დარჩა მარტო და მხოლოდ ისღა დარჩენოდა, რომ ცრემლებით დასველებული ბალიში გაეწურა.

imageმაგალითი II: როცა ქალი არჩევანის წინაშე დგას – მეგობარ ქალსა და საყვარელ მამაკაცს შორის, როგორც წესი, ირჩევს საყვარელ მამაკაცს.
ეს აქსიომაა, ამიტომ არასოდეს შეცდეთ – ნუ მიენდობით ამხანა-გურ გრძნობებს. ისეთი ფრაზები, როგორიცაა: „ეს როგორ შეგეძლო? მე შენ ისე გენდობოდი!“ ამ შემთხვევაში უსარგებლოა და თქვენ ღირსებას არ გმატებთ.
თუ ვერ შესძელით საყვარელი ადამიანის შენარჩუნება – საკუთარი ღირსების გრძნობა მაინც შეინარჩუნეთ. უსაფუძვლოა იმაზე ფიქრი, რომ თქვენ საყვარელი მამაკაცი დაგიბრუნდებათ, მისი სურვილის შემთხვევაშიც კი. მას პირველ რიგში თქვენს წინაშე დანაშაულის უღრმესი გრძნობა შეაჩერებს.

იდეალური ვარიანტი: - არ დაირღვეს თბილი, მეგობრული ურთიერთობანი.


შესაძლებელია, მათი შეხვედრა ფატალური იყოს. მაშინ თქვენ ნამდვილად იყავით მხოლოდ დაბრკოლება, რომლის გადალახვით ისინი დიდხანს იცხოვრებენ ბედნიერად და ერთ დღეს დაიხოცებიან.
თუ ასე არ მოხდება, მაშინ ერთი–ორი წლის შემდეგ ახლა სხვა ჩამოგეკიდებათ ყელზე (ირინას შემთხვევაში), იმიტომ, რომ ახლა სხვამ (ვახოს მაგივრად) უღალატა მას ახალ მეზობელ გოგონასთან.
აბა თქვენ რა გეგონათ, რას მოელოდით? საკუთარი ბედნიერები-სათვის ბრძოლაა საჭირო.

2
434
3-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
Mediator image
434
  
2014, 26 აგვისტო, 21:46
უნდა გათხოვდე მაშინ, როცა გაიაზრებ, რომ მზად ხარ ოჯახური პასუხისმგებლობის თავზე ასაღებად და არა მაშინ, როცა იგრძობ, რომ "გიყვარს"(ეს ჩემი სუბიექტური აზრია).
2014, 20 აგვისტო, 21:33
გათხოვება მაშინ არის საჭირო როცა ბედი კარზე მოგიკაკუნებს.
0 1 2