x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
როგორ შევინარჩუნოთ ოქროსფერი და ხავერდოვანი კანი შვებულების შემდეგ
ზღვის სანაპიროზე დასვენებიდან რამდენიმე დღეში კანი ხშირად მშრალი, უფერული და ოდნავ ქერცლიანი ხდება, ნამზეურიც ისეთი ოქროსფერი არ არის.

ეს ნორმალური რეაქცია გახლავთ კლიმატის და აქტიური მზის აბაზანების შეცვლაზე.

კანი შეიძლება აიქერცლოს იმ შემთხვევაშიც, თუ თქვენ სწორად იყენებდით ულტრაისფერი სხივებისგან დამცავ საშუალებას და გულმოდგინედ ატენიანებდით კანს წყალში ბანაობის შემდეგ.

კანისთვის სიგლუვის და პრიალა ელფერის მინიჭებაში დაგეხმარებათ შემდეგი მეთოდები.


image

1. ნამზეურის შენარჩუნებისთვის ბევრი ქალბატონი უარს აცხადებს "სკრაბების" და უხეში ღრუბლების გამოყენებაზე. რაც არასწორია. პირიქით რბილი პილინგი ზეთოვან საფუძველზე მოაშორებს კანს გარქოვანებულ ნაწილებს, რომელიც კანს აუფერულებს;


2. მსუბუქი ლოსიონები შეცვალეთ მკვებავი კრემებით, რომლებიც შეიცავს ქოქოსის, არგანის ხის და კარიტეს ზეთს. თუ კანი მეტად უსიცოცხლოდ გამოიყურება შეგიძლიათ დაამზადოთ აღმდგენი ნიღაბი ამ ზეთების საფუძველზე. აღნიშნული საშუალებები გადაისვით სქელ ფენად შხაპის მიღების შემდეგ. ოცი წუთის შემდეგ ზედმეტი ფენა ხელსახოცით მოიშორეთ. თუ სახლის პირობებში ვერ გაუმკლავდით კანის სიმშრალეს ჩაეწერეთ სალონში პროფესიულ პროცედურაზე.


3. კანის აქერცვლა არამარტო გარეგნული პრობლემაა. ორგანიზმს, როგორც წესი მზეზე ყოფნის გამო, არ ყოფნის სითხე. ამიტომ ეცადეთ დღის განმავლობაში მიიღოთ არანაკლებ 2 ლიტრი სასმელი წყალი. ყავის და შავი ჩაის რაოდენობა მინიმუმამდე დაიყვანეთ.

4. დაგეხმარებათ ჰიალურონის მჟავის და კოლაგენის შემცველი ბიოაქტიური დანამატები. კვების რაციონში აუცილებლად ჩართეთ თხილი, ავოკადო, ცხიმიანი თევზი და ომეგა-მჟავებით მდიდარი პროდუქტები. ისინი ხელს უწყობენს კანის აღდგენას.


5.ნამზეურისთვის თანაბარი და მიმზიდველი ელფერის დაბრუნებაში დაგეხმარებათ მსუბუქი ტონირებული საშუალებები, რომელსაც ბევრი კოსმეტიკური ფირმა გვთავაზობს. მაგ. Terracotta-Guerlain-სგან და Bronze Goddess- Estee Lauder-ისგან.


0
58
1-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
58
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0