x
image
worldsport.ge
ფიფას რეკომენდაცია რუსეთს

imageრუსეთის სპორტის მინისტრმა ვიტალი მუტკომ, ფიფას პრეზიდენტის იოზეფ ბლატერის შეთავაზება საჯარო გახადა. მოგეხსენებათ, 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩვენი ჩრდილო მეზობლები უმასპინძლებენ. ფიფამ რუსეთს რეკომენდაციით მიმართა, რომლის თანახმადაც: რუსეთმა ტურნირი 9 ქალაქის ათ სტადიონზე უნდა გამართოს.
რუსეთის იდეის თანახმად, მუნდიალი 11 ქალაქის 12 სტადიონზე უნდა გამართულიყო, თუმცა ფიფამ, მასპინძელ ქვეყანას, როგორც სტადიონის, აგრეთვე ქალაქის შემცირება მოსთხოვა. აგრეთვე ცნობილი ხდება, რომ მოსკოვის ორ სტადიონზე მსოფლიო ჩემპიონატის მატჩები გაიმართება.
"ჩვენი კონცეფცია არ შეგვიცვლია, 12 სტადიონის და 11 ქალაქის შესახებ. უბრალოდ ფიფამ რეკომენდაციით მოგვმართა. ამ კვირაში დელეგაცია ყველა მასპინძელ ქალაქს მოინახულებს, ხვალ კი სარანსკს ვეწვევით" _ განაცხადა მუტკომ.
2018 წლის მუნდიალის მასპინძელი ქალაქების სია შემდეგნაირად გამოიყურება: მოსკოვი, სანკტ-პეტერბურგი, კალინინგრადი, ნიჟნი ნოვგოროდი, სარანსკი, ყაზანი, ეკატერინბურგი, სამარა, როსტოვი, ვოლგოგრადი, სოჭი.
აღნიშნული ქალაქებიდან მასპინძლობის უფლება ორს ჩამოერთმევა.


გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
48
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
48
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0