x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
ფიქციური სამუშაოები საქართველოში და ტყუილი,რომელსაც თავს გვახვევენ!

image












- სტატიის დასაწყისში მინდა გითხრათ, რომ ვისაუბრებ ამ თემაზე მაქსიმალურად მოკლედ და კონკრეტულად.

- პირველი თემა, რომელზეც მინდა ყურადღება გავამახვილო, არის განათლების დონე საქართველოში.ცნობილია, რომ უცხო ენების სწავლა წარმატების მიღწევის აუცილებელი პირობაა.ასევე, ცნობილია ისიც, რომ თუ რაიმე პროფესიას აირჩევ და კარგად ისწავლი ადრე თუ გვიან დაგიფასდება.ასეა თუ ისე, საქართველოში ეს არ მოქმედებს.ობიექტურ აზრზე არ ვისაუბრებ, მაგრამ დღევანდელმა რეალობამ სულ სხვა რამ დამანახა.ზედმეტად გულუბრყვილო აღმოვჩნდი ამ საკითხში.
- სტუდენტი ვარ და მეც, ისევე, როგორც სხვა ჩემმა თანატოლებმა, გადავწყვიტე მეპოვა რაიმე სამსახური, რათა ოჯახს დავხმარებოდი და პირადი შემოსავალიც მქონოდა.პირველი აზრი, რომელიც თავში მომივიდა იყო მომეძებნა სამსახური ინტერნეტის საშუალებით და ასეც მოვიქეცი. ძალიან ბევრ ვაკანსიაზე გავაგზავნე რეზიუმე და რამდენიმე დღის შემდეგ მობილურზე მომივიდა შეტყობინება, რომელმაც მამცნო, რომ ჩემი რეზიუმე დადებითად შეფასდა და უნდა გამოვცხადებულიყავი ('''') ადგილზე (00:00) ამა და ამ დროს.აქვე ვიტყვი, რომ მენეჯერობის თანამდებობამ ძალიან მომხიბლა და ზედმეტი ინფორმაციის მოძიება აღარ დავიწყე.მეორე დღეს მივედი დანიშნულების ადგილზე და მოვისმინე რამდენიმე ლექცია, რომელიც, წესით, უნდა დამხმარებოდა ამ პოზიციაზე მუშაობაში.ლექციების დასრულების შემდეგ სერიოზული ეჭვი გამიჩნდა ამ სამსახურისადმი, მას TIENS GROUP-ჰქვია და გადავწყვიტე მეტი გამეგო ამ კომპანიაზე.აღმოჩნდა, რომ ისინი ხალხს ატყუებებდნენ და დღემდე ატყუებენ.ფსიქოლოგიური წნეხი იმდენად დიდია, რომ რეალობას ვეღარ ამჩნევს ადამიანი.დიდი ხელფასები, პასიური სამუშაო, შვებულებები და ბევრი თავისუფალი დღე - ეს ყველაფერი ადამიანს აბრმავებს და ებმევა მახეში. სინამდვილეში, ისინი უკეთებდნენ პიარს თავიანთ საქონელს და ცდილობდნენ მოეყიდათ ჩვენთვის, ეს კი, ვითომ, სამსახურის დაწყებისაკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი იყო.ასე დამემართა მეორედაც, მაგრამ იქ ყველანაირი ინფორმაცია ზომის ფარგლებში გვეძლეოდა. კომპანიას Sweden Company-ჰქვია და აქაც მენეჯერად მინდოდა მუშაობა.სინამდვილეში, აქ მე გავხდი გამყიდველი და სახლის ტელეფონის საშუალებით ხალხს კატალოგის შესახებ ინფორმაციას ვაწვდიდი.მოკლედ, ისევ რეალობას დავუბრუდი და სამი დღის შემდეგ შევწყვიტე მუშაობა.
- სტატიის ბოლოს მინდა აღვნიშნო ისიც, რომ ისეთ საიტებზე განთავსებული ვაკანსიები, როგორებიცაა MYJOBS.GE, JOBS.GE, GANCXADEBEBI.GE და ა.შ ყოველთვის სანდო არაა.ამაში გუშინ დავრწმუნდი.რეზიუმე გავაგზავნე მენეჯერის ვაკანსიაზე და შეტყობინების სახით მივიღე ინფორმაცია ისევ და ისევ იმ კომპანიისგან, რომელსაც მე ვენდე და იმედგაცრუებული დავრჩი.განცხადებაში ამ კომპანიის სახელი მითითებული არ იყო.მაშასადამე, ჩემ მიერ გაგზავნილი რეზიუმეები ნაგავში მოისროლეს და, როგორც ვხედავ, ნათესაობის პრინციპი ისევ მოქმედებს საქართველოში.ამაზე კი საუბარს არ გავაგრძელებ, რადგან ყველაფერი თქვენთვისაც ისედაც ნათელია.

- შეიძლება, ბევრმა პესიმისტი მიწოდოს, მაგრამ პესიმისტიც ხომ ყოფილი ოპტიმისტია!

ლ.ს

1
123
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:პრომეთე
პრომეთე
123
  
2014, 18 აგვისტო, 21:48
პირდაპირ მენეჯერობას რომ უმიზნებენ იმიტომაც ებმებიან მახეში.
ერთხელ ვიყავი ტიტქმის ანალოგიურ ლექციაზე, და ლექტორი კინაღამ შემოგველახა(მეგობრებთან ერთად ვიყავი)
0 1 1