x
image
worldsport.ge
იბრაჰიმოვიჩი, მოტა და ვან დერ ვილი "ევიანთან" ვერ ითამაშებენ

imageპსჟ-ს საფრანგეთის ჩემპიონატის მეორე ტურში, "ბასტიასთან" გამარჯვება ძვირად დაუჯდა. მიუხედავად მოპოვებული სამი ქულისა, საფრანგეთის მოქმედ ჩემპიონს, შემდეგ ტურში, "ევიანის" წინააღმდეგ ზლატან იბრაჰიმოვიჩი, გრეგორი ვან დერ ვილი და ტიაგო მოტა ვერ დაეხმარებიან.
შვედმა თავდამსხმელმა მეტოქესთან შეჯახების შემდეგ, მოედანი მე-16 წუთზე დატოვა და როგორც შემდგომში აღმოჩნდა მყესი აქვს დაჭიმული.
შეიძლება ითქვას, ბრაზილიელი თავდამსხმელი ბრანდაო პსჟ-ს მტრად იქცა. თამაშის მიმდინარეობისას მან ჯერ ჰოლანდიელ მცველს მუხლის ტრავმა მიაყენა, ხოლო შეხვედრის შემდეგ, გასახდელისკენ მიმავალ ტიაგო მოტას თავით ცხვირი გაუტეხა.
თუ "პარი სენ ჟერმენის" შემადგენლობას გავითვალისწინებთ, ლორან ბლანს ზემოთხსენებული ფეხბურთელების, სხვა მოთამაშეებით შეცვლა არ უნდა გაუჭირდეს. პსჟ აუტსაიდერ "ევიანს" სტუმრად 22 აგვისტოს დაუპირისპირდება.


გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
22
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
22
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0