x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134056
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
ნინი ბადურაშვილი: "დილას ცუდათ გავხდი", მომღერალს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს?
imageმომღერალი ნინი ბადურაშვილი ზაფხულის ცხელ დღეებს მუშაობაში ატარებს. როგორც გაირკვა მომღერალი "რუსთავი 2"-ის ახალი პროექტში იღებს მონაწილეობას, რისთვისაც კლიპს იღებს. სოციალურ ქსელში ნინის ფოტოები ვრცელდება, რომელშიც ის დიზაინერ რამაზო რომასთან ერთადაა. როგორც გაირკვა ახალ პროექტს "ათი ვარსკვლავი" ერქმევა. image
მომღერალი ახალმა კანონმა შეაწუხა, რომლის თანახმადაც წამლების მთელ რიგს ექიმის რეცეპტი დასჭირდება. ნინი დილით, ცუდადაც გამხდარა და ნოშპა დასჭირვებია. მომღერალს ჯანმრთელობის პრობლემები აქვსო, ამტკიცებენ სოციალურ ქსელში. თვითონ ნინის კი ეს ჭორები სასაცილოდაც არ ჰყოფნის.
"დილას ცუდათ გავხდი და დამჭირდა ნოშპა, რომ არ მქონოდა აფთიაქში ურეცეპტოდ არ მომცემდნენ? რა კანონებს იღებენ არ გაჭირვებულ ქვეყანაში?

ექიმთან უნდა წავიდე, რომ უბრალო წამალი ვიყიდო? და ექიმთან ვიზიტი მინიმუმ 30 ლარი რომ ღირს, ხალხს პურის ფული არ აქვს და იქნებ ჯერ მაგაზე ეფიქრათ და შემდეგ მიეღოთ ეს კანონები"-წერს ნინი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ მომღერალი ნინი ბადურაშვილი დაქორწინებული გახლდათ ირაკლი კუტალაძეზე. უიღბლო ქორწინებიდან მას ერთი ქალიშვილი ელენე კუტალაძე ჰყავს. ნინის მტკიცებით, შვილთან ურთიერთობა მისთვის ყველაზე სასიამოვნოა. მომღერალთან ყოფილ ქმართან ურთიერთობა დაალაგა. ნინის გვერდით კი ახალი მამაკაცი ჯერ არ ჩანს.

ვუსურვოთ მომღერალს წარმატებები და ბედნიერი მომავალი...


imageimageimage

0
1058
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:K.P.
K.P.
1058
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0