x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
რომელი ბრენდების სამოსს არჩევენ ვარსკვლავები თავიანთი შვილებისთვის
ცნობილი ადამიანების შვილები მშობლებისგან მემკვიდრეობით

იღებენ არამარტო გარეგნულ სილამაზეს და ნიჭს, არამედ საუკეთესო ბრენდების სიყვარულსაც.


დევიდ და ვიქტორია ბექჰემის პატარა ჰარპერი ყოველთვის მოდური ბრენდების სამოსსა და ფეხსაცმელებშია გამოწყობილი, რაზეც დედა აქტიურად ზრუნავს. ფეხსაცმელები-Bloch-ის ფირმის მინიატურული "ბალეტკები" ყველანაირი ფერის და ნახატის, ასევე Dr. Martens, Zara და Converse. ტანსაცმელი- Marc Jacobs, Stella McCartney, Miu Miu, Caramel Baby & Child, Chloe და Burberry, ყოველდღიური სტილისთვის Bonpoint, წვეულებებისთვის კი ვიქტორია ბექჰემი გოგონას ურჩევს ნივთებს საბერძნეთის პრინცესას მარი-შანტალ მილერის ლუქს-კოლექციებიდან.

image


image

image


ლიდერის პოზიციებს რვა წლის განმავლობაში იკავებდა ტომ

კრუზის და ქეთი ჰოლმსის გოგონა სური. სამი წლის წინ მისი გარდერობი ექსპერტებმა სამ მილიონ დოლარად შეაფასეს.

სური კრუზი გულგრილი არ არის Armani, Ralph Lauren, Hermès, Dolce & Gabbana და Burberry-ის მიმართ. ისევე როგორც მისი დედა, გოგონაც ხშირად ატარებს Ferragamo-ს სახლის ჩანთებს.

უკვე სამი წლიდან გოგონა ქუსლებიან ფეხსაცმელებში გამოწყობილი დადიოდა და იღებავდა ტუჩებს. ფეხსაცმელები სურის სუსტი წერტილი იყო. მის ფეხსაცმელებზე, რომელთა შორის არის Marc Jacobs და Christian Louboutin-ის ნაწარმი, მშობლებმა 150 ათასი დოლარი დახარჯეს. მხოლოდ მშობლების განშორების შემდეგ ცდილობს ქეთი ჰოლმსი გოგონამ ჩვეულებრივი ბავშვივით იცხოვროს და ნაკლებად ატაროს ცნობილი დიზაინერების ძვირადღირებული

სამოსი.

image

image

image

შაილო ჯოლი-პიტი თითქმის გულგრილია მოდის მიმართ, ერთადერთი რაც ჯოლი-პიტის შვილს იზიდავს არის Vans-ის

კედები და Kingsley Aaron-ის მაისურები.

image

image


კიდევ ერთი მოდის მიმდევარი დედა გახლავთ ჯენიფერ ლოპესი, რომელიც არ იშურებს ტყუპებისთვის არც დროს, არც ზღაპრულ თანხებს. მათთვის დედამ საფირონებით და ლალის თვლებით გაწყობილი საწოლი შეიძინა სულ რაღაც 50 ათას დოლარად.

პრესაში ხშირად განიხილავენ თემას, რომ ჯენიფერი უშლის

ბავშვებს ერთი და იგივე სამოსის ორჯერ ჩაცმას. წინდახედულმა დედამ თავისი შვილებისთვის Dolce&Gabbana-ს ტანსაცმლის ლიმიტირებული კოლექცია შეუკვეთა.

image


გვენ სტეფანის შვილები ყველაზე თვითმყოფადი და გაბედული სტილით იმოსებიან. მომღერალი საკუთარი ტანსაცმლის ხაზიდან Harajuku Mini და L.A.M.B -ხშირად ირჩევს ბავშვების სამოსს.

image
image

ბრიტანელების გამოკითხვის მიხედვით პრინცი გეორგი არის

სამეფო ოჯახის ყველაზე მოდური წევრი. თავისი საჯარო გამოსვლებისას პრინცი ხშირად არის შემოსილი ბრიტანელი დიზაინერის Rachel Riley-ის სამოსში.
image







0
278
2-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
278
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0