იმერეთი ქუთაისში ძლიერი ხანძარია 2014, 15 აგვისტო, 0:28 ქუთაისში წყალწითელას დასახლებაში ძლიერი ხანძარია. ერთ–ერთ საცხოვრებელ სახლს ცეცხლი უკიდია. შემთხვევის ადგილზე 6 სახანძრო მანქანა იმყოფება, რომლებიც ცეცხლის ჩაქრობას ცდილობენ. ასევე ადგილზე იმყოფება სასწრაფო დახმარება და საპატრულო პოლიცია. "მოულოდნელად საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა, საბედნიეროდ მსხვერპლი არ არის, რადგან სახლში არავინ არ იმყოფებოდა, "–აღნიშნა ადგილობრივმა მცხოვრებმა. 652 1-ს მოსწონს |
?