x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ტუნისის უდაბნოში მოულოდნელად ტბა გაჩნდა(ვიდეო)
imageსამი კვირის წინ მწყემსებმა მოზრდილი ტბა აღმოაჩინეს ქალაქ გაფსადან 25 კილომეტრში.



ტბა, რომელიც მოულოდნელად აღმოცენდა გვალვიან მიწაზე, შესაძლოა რადიოაქტიური იყოს, ვარაუდობენ მეცნიერები.


ოაზისი, რომელსაც მოსახლეობამ უკვე შეარქვა ორი სახელი "გაფსის ტბა და "გაბსი-ბიჩი", ნამდვილ მაგნიტად იქცა ადგილობრივ მოსახლეობაში.


ადგილობრივ ხელისუფლებას ჯერჯერობით არ აუხსნია, საიდან უნდა წარმოშობილიყო უდაბნოში მოულოდნელად ტბა, თუმცა გეოლოგები ვარაუდობენ, რომ ოაზისი შესაძლოა სეისმურმა აქტივობამ წარმოქმნა, რის გამოც გრუნტის წყლებმა ქვედა შრიდან ზედაპირზე გადაინაცვლეს.image



















ხელისუფლება მოსახლეობას აფრთხილებს, რომ შესაძლოა ტბა ბანაობისთვის გამოუსადეგარი იყოს, რადგან რეგიონი მდიდარია ფოსფატებით და შესაბამისად, შეიძლება წყალი რადიოაქტიურად იყოს დაბინძურებული.


განსაკუთრებით საფრთხე მას შემდეგ გახდა უფრო ნათელი, როდესაც წყალმა ფერი შეიცვალა, ფირუზისფერიდან მუქი მწვანე გახდა.



0
337
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
337
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0