x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134487
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
ცოლ-ქმარი მოგზაურობაში ერთი კვირით გაემგზავრნენ და დაბრუნდნენ 16 წლის შემდეგ
image






















ბრიტანელმა ცოლ-ქმარმა გადაწყვიტა მოკლე შვებულება მოგზაურობაში გაეტარებინათ.მათ დაგეგმეს პატარა იალქნიანი გემით ირლანდია და ესპანეთი მოევლოთ, თუმცა არდადაგები 16 წელი გაიწელა.


კლაივ გრინის და მისი მეუღლე ჯეინის მოგზაურობა 1998 წლის ივლისში დაიწყო და დასრულდა 2014 წლის აგვისტოში.


ყველაფერი იმით დაიწყო, რომ თავიდან მეუღლეებს სურდათ გამოეცადათ საკუთარი ნავი სახელად "Jane G.", თუმცა იალქნიანმა ნავმა ცურვის ისეთი კარგი თვისებები გამოავლინა, რომ წყვილი სამოგზაურო აზარტში შევიდა, რომელიც 16 წელი გაგრძელდა.


საბოლოოდ ცოლ-ქმარი მშვიდობიანად დაბრუნდა სახლში, დასავლეთ უელსში.

image






















როგორც Daily Mail-ი იუწყება, წყვილი ესპანეთიდან კუნძულ კაპე-ვერდაზე გაემგზავრა, შემდგომ ატლანტის ოკეანის გავლით ბარბადოსზე.კარიბის კუნძულებიდან აშშ-ს აღმოსავლეთ სანაპიროზე გადაბრგდნენ, შემდგომ იყო ნიუ-იორკი და კანადა.


შემდეგ პანამის არხის გავლით წყნარ ოკეანეში შევიდნენ, იქიდან ავსტრალიაში გაემგზავრნენ.უკან დაბრუნებისას სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია და ინდოეთი მოიარეს.

საბოლოოდ სუეცის არხის გავლით ხმელთაშუა ზღვაში ამოყვეს თავი.იქვე გაჩერდა წყვილი ბოლო 2 წელიწადი.

image
























ამ ხნის განმავლობაში წყვილი კვირაში საშუალოდ 200$-ს ხარჯავდა.ხშირი იყო ბარტერული გაცვლის შემთხვევებიც.

როგორ ჯეინი იხსნებს, ყველაზე კომეციულად მომგებიანი გადაცვლა მოხდა ფიჯის კუნძულებზე, როდესაც თავის Marks & Spence ის ბიუსტჰალტერი ერთ ტომარა ხილში გაცვალა.

image
























image
























60 წლის ჯეინ გრინმა აღნიშნა, რომ ის ძალზე ბედნიერია, ქმართან ერთად მოიარა თითქმის მთელი მსოფლიო, შეხვდა უამრავ საინტერესო ადამინს, მოინახულა გარეული ცხოველები ბუნებრივ გარემოში."ჩვენ თავიდან არ ვგეგმავდით დედამიწის გარშემო მოგზაურობას, მაგრამ ყოველთვის, როდესაც რომელიმე პუნქტს მივაღწევდით, ადგილობრივ მეზღვაურებთან ან იქვე ვინმესთან საუბრის შემდეგ ვხვდებოდით, რომ გზა უნდა გაგვეგრძელებინა...აი, ასე გაგრძელდა 16 წელიწადი".

image






















წყვილი უშვილოა, ამიტომ თავი მთლიანად მოგზაურობას მიუძღვნეს.ისინი აღნიშნავენ, რომ 16 წლის მანძილზე საერთოდ ავად არ გამხდარან, თუ არ ჩავთვლით, რომ ერთხელ კლაივს კბილი ასტკივდა და ერთხელაც თითი გაიჭრა.


მთელი კრუიზის პერიოდში ერთხელ შეშინდნენ, როდესაც სომალის სანაპიროსთან მათ კატერი გამოეკიდათ, თუმცა აღმოჩნდა, რომ ისინი მეკობრეები არ იყვნენ, არამედ მეთევზეები, მათ სამედიცინო დახმარება ითხოვეს, რადგან ერთ-ერთ მეთევზე ფეხში იყო დაჭრილი.კლაივმა მათ დახმარება გაუწია.


"დიდი სიხარული განვიცადეთ, როდესაც ჩვენი მეგობრები და ნათესავები ხელახლა ვიხილეთ"-აღნიშნა ჯეინმა, თუმცა წყვილი ისევ გეგმავს გამგზავრებას.ამჯერად ევროპის გარშემო.image

4
549
11-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
549
  
2014, 15 სექტემბერი, 11:12
კი, ტანსაცმლის და თეთრეულის...ძალიან მიყვარს, კარგი ხარისხისაა:)
2014, 15 სექტემბერი, 11:08
ტანსაცმლის მაღაზია გაქვთ მხედველობაში?..... აქ ტანცაცმლის მაღაზიაა ეგ,მარკ სპენსერია თუ რაღაც
2014, 15 სექტემბერი, 11:05
აი რატომ მიყვარს mark&spenser ყველაზე მეტად :DDDD
2014, 15 სექტემბერი, 11:01
ამ 16 წლიან მოგზაურობაში ამ ქალის ქმარი დაპატარავდა? თუ ბავშვობიდან ეგეთი იყო.....
0 1 4