x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134507
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508562
,,არავინაა შენ მიმართ ვალდებული"
ჰარი ბრაუნმა საკუთარ შვილს ერთი წერილი დაუტოვა, რომელშიც ის დამარწმუნებლად განმარტავს, რატომ არის ამაო და აბსურდული გარშემომყოფთა დავალდებულება. ჰარი ბრაუნის უდიდესი ეკონომისტის შვილს არაფრად ჭირდებოდა საჩუქრები და წერილი, რომელიც საშობაოდ მამისგან მიიღო უდიდეს სამსახურს გაუწევდა მისი მხედველობაში მიღების შემთხვევაში. წერილს ლაიტმოტივად აქვს : “არავინაა შენ მიმართ ვალდებული" შთამაგონებელია და მრავლისმომცველი პატარა ბარათში ჩატეული ადამიანთა ანგარებიანი ბუზღუნის უაზრობა.

image











გაცნობიერებული ცოდნა, რომ “ არავინაა შენ მიმართ ვალდებული" თითქოს მაინც არასაკმარისია აიცილო გულისტკივილი და ყველაფერი, რაც ადამიანური ბუნებისთვის დამახასიათებელია.

ყველაფერ იმასთან მჭიდრო კავშირი, რაც გვათბობს, გვაბედნიერებს მიჯაჭვულობის შეგრძნებას ბადებს და თავის კვალს ამჩნევს ადამაინთა გულს და გონებას. სადღაც სიღრმეში დიდიხნისწინათ დალექილი კი ადამიანთა გამოცდილებად იქცევა და ავტომატურად ახდენს გავლენას შემდგომ ცხოვრებასა და გადაწყვეტილებაზე.


სამყაროს მიმართ შურისძიების გრძნობა გამოწვეულია მთელ რიგ იმ გრძნობათა უკმარისობით, რომელიც ადამიანის თავში სიკეთის დაბადებას ჭირდება. სიკეთე არის კონსტრუქციული ძალა, რომელიც ჩნდება სიყვარულის სულიდან, შურისძიება კი დესტრუქციის საფრთხე, რომელიც იშობა ბოროტების წიაღში . სიყვარული არის მოხეტიალე სული და ადგილს იკავებს მხოლოდ იქ, სადაც ყველაფერი მზადაა მის მისაღებად. სიყვარული ორთქლდება სივრცეში, სადაც მზად არ არიან მის შესაფარებლად.

ასე რომ, თუ თქვენგან მიდის სიყვარული, ვერ შეიფარეთ იგი, ხოლო თუ რჩება, , თუ არ გტოვებთ, ესე იგი შეძელით მისი გამასპინძლება.

შეეშვით სურისძიებაზე ფიქრს! ამას დრო თქვენზე და ყველა თქვენგანზე უკეთ გააკეთებს. შეეშვით ადამიანების შეძულებას და შეეცადეთ სიყვარული ისწავლოთ, რისთვისაც ეგებ მთელი ცხოვრება არ გეყოთ. აი, სიძულვილი კი თითქოს ადამაინურ ბუნებას დაყოლია და მისი დათრგუნვა მხოლოდ სიყვარულით არის შესაძლებელი.

არსებობს მტანჯველი ფიქრებისგან გამათავისუფლებელი ფორმულა, მთავარია მისი გამოყენება ისწავლოთ : “ არავინაა შენ მიმართ ვალდებული" და მით უმეტეს არავინაა იდეალური. თუ უყვარხართ ან პატივს გცემენ, ესე იგი რაღაცისთვის დაიმსახურეთ და თუ ეს ისე აღარაა, როგორც უწინ, გაიხსენეთ კონტრაქტის პირობები, რომელიც არ არსებობს და არსადაა მითითებული ამ უვადო ვალდებულებათა შესახებ...

სიყვარულით...

0
97
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ნინო ნინო
ნინო ნინო
97
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0