x
image
worldsport.ge
ემერი: “შეხვედრის ბედი “რეალის” კონტრშეტევებმა გადაწყვიტა”

image“სევილიას” მთავარმა მწვრთნელმა – უნაი ემერიმ შეხვედრის შემდეგ მცირე კომენტარი გააკეთა. მის სიტყვებს უეფას ოფიციალური საიტი ავრცელებს.
გუშინ კარდიფში ერთმანეთს ევროპის ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულები – “სევილია” და “რეალი” დაუპირისპირდნენ. მადრიდელებმა მეტოქეს 2:0 სძლიეს და უეფას სუპერთასს დაეუფლნენ.
“თავს კარგად ვიცავდით, მაგრამ სახიფათო შეტევების გაკეთება გვიჭირდა. თუმცა, დღევანდელ შეხვედრაში გადამყწვეტი მადრიდელთა კონტრშეტევები აღმოჩნდა. გულშემატკივრებს მადლობას ვუხდი ასეთი მხარდაჭერისთვის. ისინი მთელი თამაშის განმავლობაში ამხნევებდნენ ფეხბურთელებს. მათ იციან, რომ ვიბრძოლეთ, მაგრამ თავს ზევით ძალა არაა და დავმარცხდით.
მორენოს წასვლის შემთხვევაში, მას სხვა ფეხბურთელი შეცვლის. ამასთან, კიდევ ერთი ცენრალური ნახევარმცველი გვჭირდება. ალბერტოს წასვლის შესახებ ინფორმაცია დღეს გავრცელდა, როდესაც ის გუნდთან ერთად იყო. თუმცა, ამაში საგანგაშო არაფერია – “სევილია” წამყვან ფეხბურთელებს ადრეც დაუტოვებიათ, მაგრამ გუნდი არ დაშლილა და ყოველთვის მაღალი მიზნებისთვის ვიბრძვით.” – განაცხადა ემერიმ.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე ზაფხულში ანდალუსიური კლუბი უდავო ლიდერმა – ივან რაკიტიჩმაც დატოვა, რომელიც “ბარსელონას” შეუერთდა.

ლევან გოგოტიშვილი

www.worldsport.ge

0
21
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
21
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0