x
image
worldsport.ge
რონალდუ: “გამარჯვება დავიმსახურეთ”

imageგუშინდელი შეხვედრის გმირი – კრიშტიანუ რონალდუ მატჩის შემდეგ ჟურნალისტებს გაესაუბრა. პორტუგალიელის სიტყვებს უეფას ოფიციალური საიტი ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ წუხელ უეფას სუპერთასისთვის ერთმანეთს მადრიდის “რეალი” და “სევილია” შეხვდნენ. მადრიდელებმა მეტოქეს ორი უპასუხო გოლი გაუტანეს. დუბლი რონალდუს ანგარიშზეა.
“ამ სეზონში ეს ჩემი პირველი შეხვედრა იყო და ცოტას ვნერვიულობდი, მაგრამ მოედანზე ყველაფერი კარგად გამოვიდა, რაშიც გუნდიც დამეხმარა. პირველმა გოლმა თავდაჯერებულობა შემმატა. თავს კომფორტულად ვგრძნობდი და ტკივილს არ შევუწუხებივარ.
ვიცოდით, რომ წინ დაძაბული შეხვედრა გველოდა, მაგრამ უკეთ ვითამაშეთ და მეტი მომენტიც შევქმენით. ჩვენი შეცდომის შემდეგ, “სევილიას” გატანის შანსი მიეცა, მაგრამ კასილასმა გადაგვარჩინა. მეტოქეს ამის შემდეგაც ვაჯობეთ და გამარჯვება დავიმსახურეთ.
მატჩის საუკეთესო მოთამაშისთვის განკუთვნილი ჯილდო სერ ალექს ფერგიუსონმა გადმომცა და ეს ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა. ამ ადამიანმა მე უამრავი რამ მასწავლა. სერ ალექსმა ფეხბურთელად ჩამომაყალიბა.
კროოსმა და როდრიგესმა დღეს კარგად ითამაშეს და ტიტულის მოპოვებაში ძალიან დაგვეხმარნენ. გვიხარია, რომ ისინი ახლა ჩვენთან ერთად არიან. ხამესი და ტონი ბრწყინვალე ფეხბურთელები არიან და აქ წარმატებას მიაღწევენ.” – განაცხადა პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა.
რონალდუმ გუშინდელ შეხვედრაში ანგარიში 30-ე წუთზე გახსნა, როდესაც მარცხენა ფლანგიდან ბეილის ბრწყინვალე ჩაწოდების შემდეგ საჯარიმოში ყველას დაასწრო და მარჯვენა ფეხით ბურთი კარში გადაგზავნა, ხოლო მეორე გოლი პორტუგალიელმა 49-ე წუთზე ბენზემას გადაცემის შემდეგ გაიტანა.

ლევან გოტოტიშვილი

www.worldsport.ge

0
24
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
24
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0