x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134371
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508451
ქალის როლი
გენდერული თანასწორობა, ქალი პოლიტიკასა და საზოგადოებრივ საქმიანობაში, ქალი, როგორც აქტიური

სამოქალაქო პირი და არა მარტო ოჯახის "ბურჯი", ეს ფრაზები დღესდღეობით ძალიან აქტუალურია და

ხშირად გვესმის. გლობალიზაციის პროცესმა და მსოფლიოში მიმდინარე ახალმა გამოწვევებმა წინ წამოწია ქალის როლი თანამედროვე პოლიტიკურ, ეკონომიკურ საკითხებში.


პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანების დაყოფა ე.წ. "სუსტ" და "ძლიერ" სქესად თანდათანობით პირობითი ხდება. დღეს აქტიურად გაისმის სიტყვები: ფემინიზმი, ფემინისტი, რაც სწორედ ქალის


უფლებებისა და მოვალეობების ზრდაზე მეტყველებს.ის

სტერეოტიპული ფრაზები კი, რომელთა მიხედვითაც, ქალი იგივდება ოჯახთან ან, ქალი არის მხოლოს დედა და მისი საქმე იწყება და

მთავრდება კუხნაში, საფუძველსმოკლებული გახდა.


გენდერული თანასწორობა გულისხმობს ქალის როლის გაზრდას საზოგადოებრივ ცხოვრებაში, თუმცა, ეს პროცესი მთელი რიგი

სირთულეებით მიმდინარეობს განსაკუთრებით მუსლიმანურ

ქვეყნებში, სადაც ქალს უამრავი რამ ეკრძალება და მის უფლებებზე

მაღლა ტრადიცია და ადათი დგას. ჩვენს საზოგადოებაშიც არ არის

სახარბიელო მდგომარეობა - თითქმის ყველა ჩატარებული კვლევისა და გამოკითხვის შედეგი

მოწმობს, რომ ქართველი ხალხი ჯერ კიდევ შეპყრობილია სტერეოტიპებით. საბედნიეროდ, ჩვენი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი გადადის ევროპულ, დასავლურ, ცივილურ რელსებზე და

სწორად აფასებს ქალის როლს, როგორც საშინაო ისე საგარეო საქმეებსა თუ პრობლემებში. თუნდაც, ამაზე მეტყველებს დღესდღეობით

საქართველოში არსებული პოლიტიკური სისტემა, სადაც მრავლად

შევხვდებით ქალს როგორც დაბალ, ისე უმაღლეს თანამდებობებზე.

მინისტრები, ადვოკატები, მოსამართლეები, პარლამენტის წევრები და ა.შ. ხაზს ვუსვამ პოლილიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების სფეროს, სადაც ყოველთვის შეინიშნებოდა ქალების სიმცირე ან

საერთოდ არ ყოფნა. დღეს ქალები ერთვებიან საზოგადოებრივი

ცხოვრების ყველა სფეროში და საკმაოდ აქტიურად, რაც მთავარია,

ეფექტურად (ჩემი აზრით).


ქალი, მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის აღიქმებოდა სუსტ სქესად,

მისი ძლიერი მხარეებიც ჩანდა და აღიარებას ჰპოვებდა საუკუნეების

მანზილზე. ის, რომ ქალს აქვს რაღაც განსაკუთრებული უნარი, მას

შეუძლია თავისებურად მიუდგეს პრობლემას, აქტიურად ეძებოს

გადაჭრის გზები, პრობლემა აღმოფხვრას და გამჭრიახი გონებით

სასურველ შედეგამდე მიიყვანოს საქმე, ყველასთვის მეტნაკლებად

გაგებული და აღქმულია, თუმცა, ბევრი ამას ვერ ან არ აღიარებს.


ქალი, პირველ რიგში, არის დედა. ეს ფაქტი და დაუწერელი კანონია. დედობა ყველაზე რთული საქმიანობაა ამ ქვეყნად და გასამრჯელოც ყველაზე მაღალია. სწორედ იმიტომაა ქალი ძლიერი, რომ მას

შეუძლია და ღმერთმა არგუნა დედობის უფლება და სწორედ ამიტომ, ქალს ნებისმიერი საქმიანობისთვის წარმატებით თავის გართმევა

ძალუძს.ქალი არის ხელოვანი, პოლიტიკოსი, იურისტი, ექიმი, მოსამართლე და ა.შ. ქალი არის დედა და ოჯახის ძირი, საფუძველი. მაშინ

რატომღა ითვლებიან მამაკაცები ძლიერ სქესად თუ ყველაფრის თავი და თავი ქალები არიან? ჩემი აზრით, ეს ისტორიის მიერ შემონახული და დღევანდელობამდე მოტანილი აბსურდი დამყარებულია მხოლოდ ფიზიკურ მონაცემებზე. ის, რომ მამაკაცები ფიზიკურად

ძლიერები არიან ნიშნავს ყველაფერს. თუმცა, მე ვიტყოდი, რომ როგორც მამაკაცს ისე ქალს აქვს თავისი სუსტი და ძლიერი მხარეები. რა თქმა უნდა, შეუძლებელია ქალი და მამაკაცი იყოს ერთი, ჰქონდეს ზუსტად იგივე მოვალეობები და პასუხიმგებლობები, უფლებები. საზოდაგოებაშა ქალსაც და მამაკაცსაც აქვს თავისი როლი და ეს როლები, ჩემი აზრით, არ იწონება, არ არსებობს სუსტი და

ძლიერი და ეს დაყოფა ძალიან მალე წარსულს უნდა ჩაბარდეს,

განსაკუთრებით, ახალი თაობის წყალობით უნდა მივიღოთ

ცივილური, გათვიცნობიერებული, განათლებული და ღირსეული

საზოგადოება ყველანაირი ცრურწმენებისა და სტერეოტიპების გარეშე.

განსაკუთრებით მტკივნეული თემაა ქალზე ძალადობა. 21-ე საუკუნეში ისეთი ფაქტები, როგორებიც თუნდაც ჩვენს ქვეყანაში

ხდება დაუშვებელია. და ვინ არის დამნაშავე ასეთ სიტუაციებში?

ალბათ თითოეული ჩვენგანი და გამოსავალიც ჩვენშია. განსაკუთრებით

შემზარავი იყო ბოლოს მომხდარი ფაქტი, რომელმაც იმსხვერპლა 19 წლის გოგონას სიცოცხლე. ახალგაზრდა, ანგელოზივით სხეულისა და სულის პატრონი, აქტიური, განათლებული, მიზანდასახული და

მომავლისთვის მზრუნველი გოგონას სიცოცხლე წამში იმსხვერპლა

სტერეოტიპებმა და ყოვლად მიუღებელმა მიზეზებმა. ასეთი რამ არ

უნდა ხდებოდეს, თუმცა, სამწუხაროა, რომ ამ და მრავალ სხვა

ტრაგედიას უკვე აღარაფერი ეშველება, ტკივილი დარჩება ტკივილად, მაგრამ, ჩვენ შეგვიძლია ვუშველოთ მომავალს და საზოგადოებამ არ დაუშვას მსგავსი შემთხვევები.


აღსანიშნავია ქალის როლი სპორტში, სადაც დღესდღეობით ე.წ.

სუსტი სქესი ისეა ჩართული როგორც არასდროს და შეუპოვრად

მიიწევს გამარჯვებისკენ. ასევე მსოფლიოში იზრდება ინტელექტულა

ქალთა რიცხვი, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს ქალების

სიძლიერეზე და მათი როლის ზრდაზე. განსაკუთრებით კი

აღსანიშნავია ქალების ჩართვა პოლიტიკაში. გამონაკლისი ქვეყნები

არსებობენ და მათ შორის რაც არ უნდა გასაკვირი იყოს აშშ, სადაც

ჯერ კიდევ, მიუხედავად იმისა, რომ ქალის აუცილებლობას გრძნობენ პოლიტიკურ პროცესებში, მაინც იშვიათობაა ქალი მაღალ თანამდებობაზე. ამ

მხრივ ჩვენი ქვეყანა, საქართველო, წინ და წინ მიიწევს, რასაც

მივესალმები და ფრიად მოხარული ვარ. თუ გადავხედავთ ჩვენს

ისტორიას, ეს პროცესი არ არის მხოლოდ ბოლო საუკუნეებისათვის

დამახასიათებელი. სულ რომ არაფერი ვთვათ, მართო თამარ მეფე

გვყოფნის სატრაბახოდ, რომლის პოლიტიკურმა ხედვამ, გამჭრიახმა,

შეუპოვარმა ნაბიჯებმა აქცია საქართველო ყველაზე დიდ და ძლიერ

სახელმწიფოდ თავის ისტორიაში, შექმნა "ოქროს ხანა" და გვაცხოვრა ნიკოფსიიდან დარუბანდამდე გადაჭიმულ საქართველოში. ქალების პოლიტიკის სფეროში საქმიანობა

ტრადიციად იქცა ჩვენს ქვეყანაში და კიდევ ერთხელ მინდა ავღნიშნო ჩემი დადებითი დამოკიდებულება და მისწრაფება ამ პროცესში ჩემი მცირედი

წვლილის შეტანისკენ.


და ბოლოს, რა შეიძლება ითქვას? ის რომ დღესდღეობით ქალი არის

ძლიერი, როგორც არასდროს, საჭირო და მოთხოვნადი

საზოგადოებისათვის. გენდერული თანასწორობა ფეხს იკიდებს

თანამედროვე მსოფლიოში და პატრიარქალური სისტემა, როდესაც ქალებს არ აქვთ არანაირი უფლებები პოლიტიკაში, როდესაც ხმის მიცემის უფლებაც კი არ აქვთ, წარსულს ჩაბარდა ერთხელ და სამუდამოდ.imageimageimageimage

0
3151
1-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:თეონა ახრახაძე
თეონა ახრახაძე
3151
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0