x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134485
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
პ/გ ,,რეფორმატორები''-ს ქალთა ორგანიზაციის მიმართვა.


[code]

პოლიტიკური გაერთიანების “რეფორმატორები'' “ქალთა ორგანიზაცია'' ავრცელებს ოფიციალურ მიმართვას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში თაკო ლაშხიას გამგებლის თანაშემწის მ.შ.- ის თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით.

მიგვაჩნია, რომ პრესაში და სოციალურ ქსელებში შეცდომით გავრცელებული ინფორმაცია თაკო ლაშხიას გამგებლის მრჩევლის თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით გახდა გამგებლის გადაწყვეტილების კრიტიკის ერთ-ერთი არსებითი არგუმენტი. თუმცა ვვარაუდობდით, რომ ზუსტი ინფორმაციის გასაჯაროების შემთხვევაში, საზოგადოება სოლიდარული იქნებოდა ახალგაზრდა მანდილოსნის მიმართ და შეწყდებოდა საჯარო განხილვები.

ჩვენ აქტიურად ვადევნებდით თვალს სოციალურ ქსელებში მიმდინარე პროცესს, სადაც, სამწუხაროდ, დაფიქსირდა უამრავი ფაქტი 22 წლის ახალგაზრდა საჯარო მოსამსახურის, პირადი არაქონებრივი უფლებების (პატივი, ღირსება და ასე შემდეგ) უხეშ ხელყოფასთან დაკავშირებით, რაც გახდა ჩვენი ორგანიზაციის მხრიდან მიმართვის გავრცელების, როგორც სამართლებრივი, ასევე მორალური საფუძველი.

მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი კანონიერი საქმიანობა არ წარმოადგენს ქილიკის საფუძველს, მათ შორის თაკოს ძველი სამსახური, სადაც იგი “კრუპიედ'' (კრუპიე ბანქოს და მსგავსი ტიპის სათამაშო დაწესებულების მოსამსახურე, რომელიც ხელმძღვანელობს და თვალყურს ადევნებს თამაშის პროცესს) - მუშაობდა, ჩვენი აზრით ქვეყანაში არსებული ტოტალური უმუშევრობის პირობებში, დასაფასებელია ახალგაზრდა მანდილოსნის უნარი, იპოვოს სამსახური და კეთილსინდისიერად იმსახუროს როგორც საკუთარი, ასევე დამსაქმებლის კანონიერი ინტერესების შესაბამისად.

რამდენადაც ჩვენთვის ოფიციალურად გახდა ცნობილი თაკო ლაშხიას გამგეობაში დაკავებული აქვს გამგებლის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობა, დანიშვნის აქტში მითითებული აქვს 2 თვიანი გამოსაცდელი ვადა და მის უფლება-მოვალეობებს არ განეკუთვნება პროფესიონალური რჩევების მიცემა, არც სამსახურის და არც უშუალო ხელმძღვანელის მიმართ.

ჩვენ წარმატებებს ვუსურვებთ ახალბედა საჯარო მოსამსახურეს და საზოგადოებას მოვუწოდებთ სოლიდარულობისაკენ.

პატივისცემით,

პ/გ “რეფორმატორების''

ქალთა ორგანიზაციაimage





0
25
1-ს მოსწონს
ავტორი:ირაკლი ღლონტი
ირაკლი ღლონტი
25
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0