x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134482
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508537
10 დაკარგული ტექნოლოგია,რომლის გამოყენება დღესაც შეგვეძლო
10-სტრადივარიუსის ვიოლინო-სამწუხაროდ ვიოლინოს დამზადების საიდუმლო სტრადივარიუსის ოჯახთან ერთად გაქრა.

1650-1750 წლებში სტრადივარიუსის ოჯახმა ვიოლინოსთან ერთად დაამზადა, ალტები, ვიოლონჩელოები, გიტარები. დღეისათვის მთელ მსოფლიოში შემონახულია მხოლოდ 600 ინსტრუმენტი, რომლის უმეტესობის ფასიც რამდენიმე ათას დოლარს აჭარბებს. დღესდღეობოთ სტრადივარიუსი იქცა ხარისხის სიმბოლოდ.


ოჯახის ბოლო წევრის, ფრანჩესკოს დაღუპვის შემდეგ მოკვდა ინსტრუმენტის დამზადების საიდუმლოც.შემდგომ იყო მცდელობა შეესწავლათ და აღედგინათ მიახლოებით მაინც დამზადების ტექნოლოგია, მაგრამ უშედეგოდ.

image























9-ნეფენტი-ანტიდეპრესანტი, რომელიც ძველ საბერძნეთში და რომში იყო გავრცელებული.წამალი ხშირადაა მოხსენიებული ჰომეროსის "ოდისეაში".ამ წამლის უნიკალურობა იმაში იყო, რომ გავიწყებდა უსიამოვნო განცდებს.


წამლის აღდგენა შესაძლებელია, უბრალოდ მეცნიერებმა ვერაფრით დაადგინეს, თუ რომელ მცენარეთა ნაზავს იყენებდნენ ძველი ბერძნები.ზოგი ვარაუდობს, რომ ეს შესაძლებელია ყოფილიყო ოპიუმი ან აბსენტი.

image










































8-ანტიკითერას მექანიზმი-მექანიკური მოწყობილობა, ნაპოვნი 1900 წელს ბერძნული კუნძული ანტიკითერას სიახლოვეს ჩაძირულ უძველეს ხომალდზე. თარიღდება დაახ. ძვ. წ. 100-150 წლით.


ამჟამად ინახება ათენის ეროვნულ არქეოლოგიურ მუზეუმში.
მექანიზმს დიდი რაოდენობით ბრინჯაოს ხრახნიანი თვალი ჰქონდა ხის კორპუსში, რომელზეც აღბეჭდილი იყო ციფერბლატები ისრებით. რეკონსტრუქციის შედეგად დადგინდა, რომ ის გამოიყენებოდა ციური სხეულების მოძრაობის ტრაექტორიის გამოსათვლელად.


მსგავსი სირთულის სხვა მოწყობილობები ელინისტურ კულტურაში დღემდე უცნობია. მასში გამოიყენება დიფერენციალური გადამცემი, რომელიც, როგორც ადრე თვლიდნენ, XVI საუკუნეში იყო გამოგონილი. მინიატურიზაციის დონითა და სირთულით მას მხოლოდ XVIII საუკუნის საათები შეედრება. მექანიზმის ზომები დაახლოებით 33x18x10 სმ უნდა ყოფილიყო.image






























7-ტელარმონიუმი-ყველაზე ადრეული ელექტრონული მუსიკალური ინსტრუმენტი, რომელიც 1897 წელს დამზადდა თადეოზ კაჰილის მიერ. ელექტრო აუდიო სიგნალი მის მიერ შექმნილი სპეციალური 145 დინამოთი გადაიცემოდა ან რუპორი დინამიკებით.აგრეთვე სატელეფონო ქსელის მეშვეობით აბონენტებს შეეძლოთ მიეღოთ სიგნალი . თუმცა, სატელეფონო ხაზი მნიშვნელოვნად იტვირთებოდა.დამზადდა სამი ასეთი ინსტრუმენტები.


პირველმა სინთეზატორმა მნიშვნელოვნად გაუსწრო დროს, მისი მასიური ენერგიის ხარჯვა ელექტრო ქსელების მოხმარების გარიჟრაჟზე, უზარმაზარი თანხა, $ 200, 000 ჯდებოდა. უბრალოდ ძალიან ძვირი იყო, რომ ფართო მასშტაბით დამზადებულიყო.

image






















6-ალექსანდრიის ბიბლიოთეკა-ალექსანდრიაში, ეგვიპტე, ერთ დროს მსოფლიოში უდიდესი ბიბლიოთეკა იყო. მიიჩნევენ, რომ ბიბლიოთეკა დაარსდა ძვ.წ. მე-3 საუკუნის დასაწყისში, ეგვიპტეში პტოლემეოს II-ის მეფობის ჟამს, მას შემდეგ რა პტოლემეოსის მამამ მიწასთან გაასწორა მუზათა ტაძარი "მუზეუმი" (აქედან წარმოსდგება თანამედროვე ტერმინი მუზეუმი), რაც შემდეგ ბიბლიოთეკის კომპლექსის პირველი ნაწილი გახდა.


მისი არსებობის პიკში სამეფო ბიბლიოთეკას, როგორც მიიჩნევენ, შესაძლოა დაახლოებით 700.000-მდე წიგნი ჰქონოდა და თავდაპირველად ორგანიზებული იქნა დემეტრიოს ფალერეუსის მიერ. ასევე მიიჩნევენ, რომ ბიბლიოთეკა ხანძარმა გაანადგურა, თუმცა ამ განადგურების ფაქტის დეტალები დღემდე დიდი კამათის საგანია.image





















5-დამასკოს ფოლადი-დამასკოს ფოლადი იყო წარმოუდგენლად ძლიერი ტიპის ლითონი, რომელიც ფართოდ გამოიყენებოდა ახლო აღმოსავლეთში 1100-1700 წლებში. სახელგანთქმული ხმლები და დანები.

დამასკოს ფოლადს ჰქონდა საოცარი ძალა, მოქნილობა, დრეკადობა და გადაჭრის უნარი. ამბობდნენ, რომ თავისუფლად შეეძლო ქვების და სხვა ლითონების შუაზე გადაჭრა. პირების იმპორტი სავარაუდოდ, ინდოეთიდან და შრი ლანკიდან შემოდიოდა.


დამასკური ფოლადის დამზადები ტექნოლოგია და საიდუმლო დაახლოებით 1750 წელს დაიკარგა. ზუსტი მიზეზი დღესაც უცნობია. მკვლევარები სხვადასხვა ვერსიას ასახელებენ.image























4-Apollo -კოსმოსური პროგრამა Apollo და Gemin-ი მართალია უძველეს დროში დაკარგული ტექნოლოგია არ გახლავთ, უახლოესი წარსულიდანაა, უბრალოდ ის მოძველდა და აღარ იყო თავსებადი ახალ კოსმოსურ პროგრამებთან.


არა და სწორედ ამ პროგრამების წყალობით მიაღწია NASA-მ ყველაზე დიდ წარმატებებს კოსმოსში.მათ შორის პირველი პილოტირებული გაფრენა კოსმოსში და რაც მთავარია, მთვარეზე დაჯდომა.

image




























3-სილფიუმი-.

ეს იყო ბალახი სასწაული, იზრდებოდა ლიბიაში და გულის ფორმა ჰქონდა.გამოყენებოდა უამრავი დაავადების სამკურნალოდ. სიფიუმი იყო ყველაზე ღირებული წამალი რომის იმპერიაში.

აღსანიშნავია, რომ ამ მცენარის ნაყენს ქალები სვავდნენ არა მარტო არასასურველი ორსულობის ასაცილებლად, არამედ მუცლის მოსაშლელადაც.

როგორ გაქრა სილფიუმი?მოთხოვნა მასზე დიდი იყო, გაჰქონდათ ევროპაში და აზიაში, შეიქმნა დეფიციტი.თუმცა ყველაზე ეფექტური მცენარე მხოლოდ ჩრ. აფრიკაში იყო. საბოლოოდ სილფიუმი ისევ ადამიანებმა გადააშენეს.

image




















2-რომაული ცემენტი-თანამედროვე ბეტონი 1700-იან წლებში იქნა გამოგონილი.ცემენტი, წყალი, ქვიშა და ქვა არის ბეტონის წარმოების ფართოდ გამოყენებული მასალა მთელს დღევანდელ მსოფლიოში.


თუმცა ბეტონს იყენებდნენ ჯერ კიდევ უძველეს დროში სპარსელები, ასურელები, ეგვიპტელები და რომაელები.ხრეში, წყალი და კიდევ რაღაც უცნობი.


ამ მეთოდითაა აშენებული ძველ რომში პანთეონი, კოლოზეუმი, აკვედუკი და რომის აბანოები.


ისევე როგორც მრავალი სხვა ტექნოლოგია ძველ საბერძნეთში და რომში, ბეტონის რეცეპტიც დაიკარგა შუა საუკუნეებში, მაგრამ რატომ რჩება პოპულარული თეორია იმის შესახებ, რომ რეცეპტი მშენებლების კომერციული საიდუმლოება იყო და გარდაიცვალა მათთან ერთად დღესაც ამოუხსნელია.image







1-ბერძნული ცეცხლი-
ბიზანტიის იმპერია განსაკუთრებით ეფექტურად იყენებდა ბრძოლებში არაბი დამპყრობლების წინააღმდეგ იარაღს სახელწოდებით “ბერძნული ცეცხლი”, რომელიც წყლის დასხმისას კიდევ უფრო ძლიერდებოდა. ის განსაკუთრებით ეფექტური იყო საზღვაო შეტაკებებისას.


მისი დამზადების ზუსტი რეცეპტი დღემდე უცნობია, თუმცა ვარაუდობენ, რომ მზადდებოდა ნახშირის, გვარჯილასა და გოგირდისაგან.

დღეს, 21-ე საუკუნეში იარაღით ვერავის გააკვირვებ, თუმცა კაცობრიობას 900 წელი დასჭირდა იმისთვის, რომ მსგავსი მიახლოებითი ფუნქციის იარაღი გამოეგონა 1940 წელს.image

2
504
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
504
  
2014, 10 აგვისტო, 14:40
გაიხარე ჩემებურო და ჩემო პატარა დაიკო
2014, 10 აგვისტო, 12:31
ძალიან კარგია, რესპექტი ჩემგან.
0 1 2