x
image
worldsport.ge
“მანჩესტერმა” დი მარიასთვის სარეკორდო თანხა გადადო

imageანხელ დი მარიას სატრანსფერო საგას დასასრული არ უჩანს. მთელი ზაფხულის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაციები, თითქოს არგენტინელი მადრიდის “რეალის” დატოვებას აპირებდა და მისი მომავალი არაერთ კლუბს დაუკავშირეს.
საბოლოოდ, დი მარიას შეძენის ყველაზე დიდი შანსი პსჟ-ს ჰქონდა, მაგრამ ფინანსური ფეარ ფლეის გამო, აღნიშნული ტრანსფერი ჩაიშალა და არგენტინელიც, თითქოს, “რეალში” დარჩა.
თუმცა, სულ ცოტა ხნის წინ, Eurosport-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ანხელისთვის ბრძოლაში “მანჩესტერ იუნაიტედი” ჩაერთო. ინგლისური კლუბი მზადაა, მის სანაცვლოდ 55 მილიონი გირვანქა გადაიხადოს, რაც მანჩესტერელთათვის სარეკორდო თანხაა.
ცნობისათვის, აქამდე “იუნაიტედის” ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი ხუან მატაა, რომლის სანაცვლოდაც მანჩესტერელებმა ამა წლის იანვარში “ჩელსის” 37 მილიონი გირვანქა გადაუხადეს.

ლევან გოგოტიშვილი

www.worldsport.ge

0
39
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
39
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0