x
image
worldsport.ge
ატსუ, შესაძლოა "ევერტონში" გაანათხოვრონ

imageლონდონის "ჩელსის" საკუთრებაში მყოფმა, განის ეროვნული ნაკრების შემტევმა კრისტიან ატსუმ, შესაძლოა მომდევნო სეზონი, განათხოვრების წესით "ევერტონში” გაატაროს. აღნიშნულ ინფორმაციას ბრიტანული მედია ავრცელებს.
მოგეხსენებათ, "არისტოკრატებმა" 22 წლის ფეხბურთელი, გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე "პორტუდან" დაიმატეს და მეორე დღესვე არნემის "ვიტესში" გაანათხოვრეს.
განელმა ფეხბურთელმა გურამ კაშიას, ვაკო ყაზაიშვილის და გიორგი ჭანტუარიას მხარდამხარ ითამაშა, ერედივიზიონში სულ 26 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 5 გოლი და თავი 6 საგოლე გადაცემითაც გამოიჩინა.
განის ეროვნულ ნაკრებში ატსუს 18 შეხვედრა აქვს ჩატარებული და მის ანგარიშზე 3 გოლია. ბრაზილიაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე 22 წლის შემტევმა ჯგუფურ ეტაპზე სამივე მატჩი ჩაატარა.

გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
4
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
4
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0