x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134368
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508446
ტურიზმი აჭარში


აჭარააჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმის დეპარტამენტში სტუმრობისას, პრაქტიკის-აჭარის რეგიონის კომპლექსურ-გეოგრაფიული კვლევის ფარგლებში, დეპარტამენტის თავჯდომარის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა, ქ-მა სოფიკო გუჯაბიძემ ჩაგვიტარა პრეზენტაცია, რომელიც ძირითადად გათვლილია უცხოელებზე. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმის დეპარტამენტი არის სამთავრობო ორგანიზაცია და ემსახურება აჭარის რეგიონის ტურისტული პოტენციალის ამაღლებასა და მის განვითარებას.
პრეზენტაციიდან ვიგებთ რომ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა არის საქართველოს ნაწილი, მისი ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ბათუმი, შედგება 5 ადმინისტრაციული ცენტრისაგან, ესენია: ხულო, ქედა, შუახევი, ქობულეთი და ხელვაჩაური.
საქართველოს უვიზო რეჟიმი აქვს ევროპის უმეტეს ქვეყანასთან
და ასევე აშშ-სთან, ხოლო თურქეთის მოქალაქეებს, საქართველოს მოქალაქეების მსგავსად საზღვრის გადმოკვეთა მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე შეუძლიათ,
ქვეყნის ტერიტორიაზე დარჩენა კი 3 თვის ვადით ვიზის გარეშე. საქართველოს ცალმხრივი უვიზო რეჟიმი აქვს აგრეთვე რუსეთის ფედერაციასთან 2011 წლის 28 თებერვლიდან, რამდენიმე
თვის წინ კი მეზობელმა ქვეყანამაც აღადგინა უვიზო რეჟიმით მიმოსვლა, თუმცა ეს გარკვეული კატეგორიის პირებს ეხება, ისეთებს, როგორიცაა ბიზნესმენები, საზოგადო მოღვაწეები და ა.შ. უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ირანთან მიმოსვლა აღარ არის თავისუფალი დაახლოებით 2013 წლის ბოლო- 2014 წლის დასაწყისიდან, რადგან ირანელებმა გარკვეული პრობლემები შეუქმნეს საქართველოს და მის მოსახლეობას.
აჭარის ტერიტორიაზე მოხვედრა ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებითაა შესაძლებელი, იქნება ეს სახმელეთო, სარკინიგზო, საზღვაო თუ საჰაერო. რეგიონში ადგილობრივი მაღალი კლასის და სხვადასხვა უცხოური ბრენდების სასტუმროების რიცხვი 288 შეადგენს, 4495 ოთახითა და 10995 საწოლით, თუმცა ეს რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. 2015-2016 წლებში ვარაუდობენ, რომ ოთახებისა (2460-ით) და შესაბამისად საწოლების რიცხვიც(4900-ით) გაიზრდება. აქ სულ 3 5*-იანი სასტუმროა (Sheraton, Radissnon, Georgian Palace). აჭარაში საკმაოდ ბევრი რესტორანია, მათი რაოდენობა 233-ია, რომელთაც ერთდროულად 18 685 სტუმრის გამასპინძლება შეუძლია .
პრეზენტაციიდან, ჩვენ ნათლად დავინახეთ, რომ აჭარის
რეგიონში ტურიზმის სხვადასხვა სახეობა შეიძლება გამოიკვეთოს. რეგიონი ცდილობს 4-ვე სეზონის ტურიზმის განვითარებას. ტურიზმის სახეობებიდან აღსანიშნავია, mice ტურიზმი, სოფლად ტურიზმი, ღვინის ტურიზმი, ეკოტურიზმი, ფრინველებზე დაკვირვების ტურიზმი (ახალი სახეობაა), სამთო-სათხილამურო ტურიზმი (მთიანი აჭარის ტერიტორიაზე) და სათამაშო ტურიზმი, რომელიც ძირითადად ბათუმშია გავრცელებული. საზღვაო ტურიზმს რაც შეეხება, ზღვაზე დასვენება რეგიონში სხვადასხვა ადგილზეა შესაძლებელი: ბათუმი, ქობულეთი, კვარიათი, სარფი, გონიო, მახინჯაური, ჩაქვი და სხვა.
ვითარდება საკრუიზო ტურიზმიც, სწორედ ამ მიზეზის გამო, იგეგმება ბათუმის პორტის გადიდება, რათა საკრუიზო გემებმა ადვილად შესძლონშემოსვლა. აღსანიშნავია, რომ საკრუიზო ტურიზმის სტატისტიკის მიმართულებით დადებითი ტენდენცია შეინიშნება. თუკი 2012 წელს 10-მდე საკრუიზო ხომალდის სტუმრობდა რეგიონს, 2013 წელს მისი რიცხვი 16-მდე გაიზარდა, 2014 წელს კი 28 საკრუიზო გემის შემოსვლაა დაგეგმილი. 24 ივლისს, დილის 8 საათზე, ბათუმის პორტს მსხვილი საკრუიზო ხომალდი "Riviera" ეწვია. მსგავსი სიდიდის ხომალდს რეგიონი პირველად მასპინძლობს. Riviera-ზე 1250 ტურისტი და 600-მდე ეკიპაჟის წევრი იმყოფება, რომლებსაც სხვადასხვა საექსკურსიო პროგრამით მოემსახურება ადგილობრივი ტურისტული კომპანია Adjara Tour.
რაც შეეხება ღვინის ტურიზმს, აჭარა ის რეგიონია, სადაც მევენახეობა-მეღვინეობის ერთ-ერთ უძველესი კერაა წარმოადგენილი. აქ დაახლოებით 40-მდე ვაზის ჯიში გვხვდება. აღსანიშნავია, რომ ქედის მუნიციპალიტეტში წარმოებულ ღვინოები - „ქედის ცოლიკაური“და „ჩხავერი“, დიდი პოპულარობით სარგებლობს, როგორც ქართველებში, ასევე უცხოელ მომხმარებლებში.ჩხავერი ასევე გამოიყენება შუშხუნა ღვინოების დასამზადებლადაც.
სამთო-სათხილამურო ტურიზმის განვითარება რეგიონში ნამდვილად პერსპექტიულია, რადგან აქ არის 3 ასეთი ზონა, ესენია: გომარდული (1250მ ზღვის დონიდან), ქედლები (1500მ ზღვის დონიდან) და გოდერძი, რომელიც წინა ზამთარში გაიხსნა და ამჟამად ფუნქციონირებს 40 ადგილიანი სასტუმრო, რომელიც იქ მისულ სტუმრებს მასპინძლობს.
ეკოტურიზმის მოყვარულებს რეგიონში დახვდებათ მტირალას
ეროვნული პარკი, კინტრიშის დაცული ტერიტორიები, ქობულეთის ნაკრძალი და მაჭახელას ნაკრძალი, რომელიც თურქეთისა და აჭარის ერთობლივი მმართველობის ქვეშაა.
რეგიონში არის აგრეთვე 16 სხვადასხვა ტიპის მუზეუმი, 4 თეატრი და სხვა ტურისტული ატრაქცია. ამ მხრივ კი განსაკუთრებით ბათუმი გამოირჩევა, სადაც დამსვენებელს ძველი და ახალი ბულვარის გარდა, რომელთა სიგრძე 7კმ-მდეა დახვდებათ პიაცას მოედანი, რომელიც განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს, ასევე 6 მაისის პარკში განთვსებული დელფინარიუმი, აკვარიუმი, ზოოპარკი და სხვა ბევრი ღირშესანიშნაობა.ასევე ძალიან საინტერესოა სასოფლო ტურიზმის სახეობა, რომელიც ბევრ უცხოელს იზიდავს, მათთვის ძალიან საინტერესოა რეგიონის სოფლის მოსახლეობაზე დაკვირვება და მათ საქმიანობაში უშუალო ჩართულობა. ფრინველებზე დაკვირვება ტურიზმის ახალი სახეობაა და ის გულისხმობს ძირითადად გადამფრენი ფრინველების დაკვირვებას, მათთვის ფოტოების გადაღებას და ა.შ. ამ სახეობის განვითარებას აჭარაში ხელი შეუწყო იმ ფაქტმა, რომ რეგიონი გადამფრენი ფრინველების დასასვენებელი ზონაა, ხოლო შემოდგომა იდეალური პერიოდია მათზე დაკვირვებისათვის. ყოველწლიურად ტურიზმის ამ სახეობის განვითარების მიზნით ფრინველებზე დაკვირვების ფესტივალიც ტარდება.
ბათუმში განვითარებულია აგრეთვე mice ტურიზმი, ქალაქი არაერთ ოფიციალურ შეხვედრას მასპიძლობს, აგრეთვე დიდია ბიზნეს და სამედიცინო კონფერენციების რაოდენობა.
2012-2013 წლის სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2012 წელთან შედარებით 2013 წელს აჭარაში განთავსების ობიექტების დატვირთვის კოეფიციენტი 9.68%-ითაა გაზრდილი.
ტურისტების ძირითადი გენერატორი ქვეყნები 2013 წლისთვის არიან: თურქეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი, ირანი, უკრაინა, სომხეთი, პოლონეთი და ისრაელი.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ აჭარაში აღინიშნება შიდა ტურიტების რაოდენობის კლება, სავარაუდოდ ეს გამოუწვეული უნდა იყოს ფასების ზრდის მაჩვენებლით.
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი კი მაქსიმალურად ცდილობს რეგიონის პოპულარიზაციას, ამისათვის მზადდება სარეკლამო ბროშურები, სარეკლამო რგოლები და ეწყობა გაცნობითი პრეზენტაციები.ტურიზმის ხელშეწყობისთვის, დეპარტამენტის საიტის ფუნქციონირება ერთ-ერთი საჭირო და მნიშვნელოვანი ობიექტია. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმის
დეპარტამენტის საიტი www.gobatumi.com უწყვეტ რეჟიმში მუშაობს. ამ დროისთვის საიტი ფუნქციონირებს მხოლოდ 3 ენაზე ესენია: ქართული, რუსული და ინგლისური, თუმცა უახლოეს
მომავალში იგეგმება თურქული და პოლონური ენების დამატება, საიტი სულ მალე 5 ენაზე იფუნქციონირებს. აღსანიშნავია, ისიც
რომ 2014 წლის სეზონზე აჭარის მასშტაბით 8 საინფორმაციო ცენტრი მოემსახურება რეგიონის სტუმრებს.

0
322
შეფასება არ არის
ავტორი:ელიკო ვარძელაშვილი
ელიკო ვარძელაშვილი
322
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0