x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
ედგარ კეისი-მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი წინასწარმეტყველი
იცოცხლა 67 წელი და ამ ხნის განმავლობაში 26 000 ამბავი იწინასწარმეტყველა სხვადასხვა თემებზე, სხვათა შორის მას საქართველოც ჰყავს მოხსენიებული.

image

ედგარ კეისი (Edgar Cayce)დაიბადა 1877 წელს ჰოპკინსვილის მახლობლად ბევერლიში, გლეხის ოჯახში, (შტატი კენტუკი აშშ.)

პატარა იყო ედგარი, როდესაც ამოუცნობი დაავადებით დაავადდა. მან უცებ დაკარგა გონება და რაღაც პერიოდის მანძილზე შოკურ მდგომარეობაში მყოფს, ამაოდ ასულიერებდა ადგილობრივი ექიმი. მისი გადარჩენის იმედი აღარ ჰქონდათ.მოულოდნელად ბიჭი მკაფიოდ და გარკვევით ამეტყველდა ძილში. პატარამ დეტალურად ახსნა თუ როგორ, რა ვითარებაში და რა ფორმით მიიღო ტრამვა. როგორც აღმოჩნდა მას ბეისბოლის ბურთი მოხვდა თავში.



ამასთან ერთად, მან ექიმს და ოჯახის წევრებს დაუსახელა ის მცენარეები, რისგანაც ნაყენი უნდა დაემზადებინათ, ზუსტი დირექტივებიც მისცა, რომ მას საბოლოოდ გამოჯანმრთელების შანსი მისცემოდა.


ნანახით გაოგნებულმა მშობლებმა ექიმს სთხოვეს ბავშვის რჩევები გაეთვალისწინებინა და ინსტრუქციას მიყოლოდა.

მომდევნო დილით პატარა ედგარი გონს მოვიდა და ჩვეულებრივად ალაპარაკდა. თუმცა, წინა დღით გაჟღერებული ინფორმაციის შესახებ ვერაფერი გაიხსენა, უფრო მეტიც, მცენარეები, რომელიც მან ექიმს დაუსახელა ბავშვს არასოდეს ჰქონდა ნანახი მით უმეტეს არაფერი გაეგო მათზე.image


სკოლაში იგი მაჩანჩალად ითვლებოდა, ვერ ახერხებდა ელემანტერულ სასკოლო პროგრამის ათვისებასაც კი. მაგალითად, 9 წლისა იყო, როდესაც ვერაფრით შეძლო სიტყვა "ქოხის" სწორედ დაწერა, ამის გამო თანაკლასელებმა დასცინეს, ხოლო ბიძა ლუსიენისგან, რომელიც სკოლის მასწავლებელი იყო მკაცრი საყვედური მიიღო.


როდესაც სახლში დაბრუნდა მიხვდა, რომ ბიძა უკვე იყო მათთან და მამამ ყველაფერი იცოდა. გაბრაზებული მამამისი ედგარს უხსნიდა ელემენტარული მართლწერის საკითხებს, თუმცა ბიჭის თავში არაფერი შესდიოდა.ბოლოს მოთბინება დაკარგულმა მამამისმა ედგარს ყურის ძირში გაულაწუნა. იატაკზე დაგდებულ ედგარს მოესმა ხმა:"თუ ცოტაოდენს წაუძინებ, ჩვენ შეგვიძლია დაგეხმაროთ".საიდან მოდიოდა ხმა და ვინ ელაპარაკებოდა ბავშვს წარმოდგენა არ ჰქონდა.


1893 წელს კეისის ოჯახი ჰოპკინსვილში გადასახლდა.იქ მამასთან ერთად სადაზღვევო ბიზნესი წამოიწყო.

1901 წელს ედგარი ლარინგიტით დაავადდა, რის გამოც ხმა დაკარგა და ფაქტობრივად ლაპარაკის უნარი დაკარგა.ამ პერიოდისთვის იგი მხოლოდ ჩურჩულით ახერხებდა საუბარს.


მოგვიანებით საკუთარი უცნაური სნეულების მკურნალობის მცდელობამ, იგი ცნობილ ნიუ-იორკელ ფსიქოლოგთან ელ ლეინთან მიიყვანა. ლეინი ფსიქოლოგიურ პლაქტიკასთან ერთად ჰიპნოზის სეანსებითაც აქტიურად ატარებდა. ამიტომ, ედგარის მონაყოლმა ბავშვობაში ძილის დროს ექიმისთვის ნაკარნახევი მკურნალობის კურსის შესახებ უბიძგა იმისკენ, რომ კეისისთვის ჰიპნოზური სეანსის ჩატარება შეეთავაზებინა, რაზეც პაციენტი სიამოვნებით დათანხმდა.


ტრანსის მდგომარეობაში ედგარმა მას სრულიად სუფთა ხმით ამცნო საკუთარი დაავადების გამომწვევი მიზეზი – ნერვული დაძაბულობა და სისხლის მიმოქცევის არასწორი ცირკულაცია. გარდა ამისა, პაციენტმა ავადმყოფობის განკურნების მეთოდიც გაუზიარა ექიმს, რომელიც ლეინმა დაუყოვნებლივ გამოიყენა.image
ამის შემდეგ ედგარს უპრობლემოდ დაუბრუნდა ხმის ძველებური ტემბრი.თუმცა მთელი სიცოცხლის განმავლობაში ავადმყოფობა ხანდახან ახსენებდა თავს.


შემდგომ კეისმა უკვე დაიწყო ხალხის განკურნება.ის ვარდებოდა ტრანსში და ისე სვამდა დიაგნოზს.აღსანიშნავია, რომ იგი არასოდეს იღებდა გასამრჯელოს.

მალე მან ზეპირად დაიწყო ხალხის მკურნალობა .საკმარისი იყო, მხოლოდ პაციენტის სახელი და მისი ადგილმდებარეობა სცოდნოდა.მალე მან მთელ მსოფლიოში გაითქვა სახელი.წერილები მისი მისამართით ყოველი კუთხიდან მოდიოდა.


კეისი საკუთარი გრაფიკით ცხოვრობდა. დღეში ორ პაციენტს იღებდა. ესეც იმიტომ, რომ მას სურდა, დრო საყვარელი საქმიანობის – ფოტოგრაფიისთვისაც დაეთმო. იგი არ ფლობდა არანაირ აკადემიურ განათლებას და იცოდა მხოლოდ მშობლიური, ინგლისური ენა. თუმცა მის სახელზე მოსულ უცხოურ წერილებს შესანიშნავად პასუხობდა ადრესატის ენაზე. ყველაფერ ამას კი იგი ტრანსის მდგომარეობაში მყოფი ახორციელებდა. თუმცა, გამოფხიზლებელს აღარაფერი ახსოვდა.


თუმცა ყველაზე ფენომენალური მაინც კეისის მოღვაწეობაში მისი წინასწარმეტყველება იყო.მან უამარავი მსოფლიო მოვლენა ზედმიწევნით ზუსტად იწინასწარმეტყველა.

გარდაიცვალა 1945 წლის 3 იანვარს, სიკვდილამდე 1 წლით ადრე მან საბჭოთა კავშირის დაშლა იწინასწარმეტყველა.


მას საზოგადოებამ "მძინარე წინასწარმეტყველი" შეარქვა.



ყველაზე ცნობილი წინასწარმეტყველებები



კეისის უამრავი წინასწარმეტყველება ახდა, განსაკუთრებით რაც კაცობრიობის მომავალს შეეხება.ზოგიერთი მათგანი სრულიად ახდა, ზოგი ნაწილობრივ, ზოგიც მომავალში გველოდება.


უდიდესმა ამერიკელმა წინასწარმეტყველმა ზუსტად გამოიცნო ორივე მსოფლიო ომის დასაწყისი და დასასრული.ჰიტლერის თავდასხმა საბჭოთა კავშირზე..

იგივე საბჭოთა კავშირის დაშლა საუკუნის ბოლოს.

მანვე იწინასწარმეტყველა ლაზერის გამოგონება, გლობალური დათბობა, პრეზიდენტების – ფრანკლინ დელანო რუზველტისა და ჯონ ფიცჯერალდ კენედის – სიკვდილი.


რაც შეეხება კეისის მომავლის წინასწარმეტყველებას საინტერესო ფაქტია ის, რომ მსოფლიოს მომავალ ჰეგემონ ქვეყნად იგი ჩინეთს მიიჩნევდა(მგონი ხდება ეს წინასწარმეტყველებაც).


კეისის სხვა წინასწარმეტყველებისგან განსხვავებით არასოდეს უწინასწარმეტყველებია მესამე მსოფლიო ომის დაწყება.


კეისიმ ისიც იწინასწარმეტყველა, რომ რუსეთს 2010 წლიდან საბჭოთა კავშირის აღდგენის მცდელობა ექნებოდა, ამის განხორციელებაში მთავარ როლს ბელორუსია, ყირგიზეთი და უკრაინა შეასრულებენ. ხოლო შემდეგ სომხეთი და ყაზახეთიც მიემატებიან.


ამ წინასწარმეტყველებაში საქართველოცაა ნახსენები, როგორც დამოუკიდებლობის მოტრფიალე ქვეყანა, რომელიც თვითონვე შემდგომ გადადგამს შემხვედრ ნაბიჯს რუსეთისკენ.image


რაც შეეხება გლობალურ დათბობას, მისი აზრით, მომავალში ამერიკულ მეგაპოლისს ნიუ-იორკს, კონექტიკუტსა და სხვა შტატებს დამანგრეველი მიწისძვრა გადაუვლის, ხოლო მექსიკის სრუტე უზარმაზარი ტალღებით დაიფარება. ჰავაიზე ვულკანი გაიღვიძებს, რის შედეგადაც, კალიფორნიის სამხრეთი სანაპირო სამ თვეში საერთოდ გაქრება. ჰოლანდიის ჩრდილოეთ ნაწილში წყალდიდობა წალეკავს ქალაქებს, ხოლო კარიბის ზღვაში ახალი კუნძულები გაჩნდება.


კეისის პროგნოზის თანახმად, კლიმატური და სეისმოლოგიური კატაკლიზმები მთელ პლანეტას მოიცავს, რის გამოც შეიცვლება იგი. კეისის ყველა წინასწარმეტყველება ტრაგიკულად მთავრდება, მხოლოდ ერთია, სადაც იმედია გამოთქმული.


ამერიკელი წინასწარმეტყველი აღნიშნავს, რომ რუსეთი გახდება სამყაროს გადამრჩენელი, განსაკუთრებით აღმავლობა დაიწყება აღმოსავლეთ ციმბირიდან.


კეისი ამტკიცებდა, რომ ბუდისტური რელიგიის ერთ-ერი მთავარი დოქტრინა რეინკარნაცია არსებობდა.

მისივე განცხადებით ამ ქვეყანას ისევ 2100 წელს მოევლინება ნებრასკაში და საკუთარი წინასწარმეტყველების სისწორეს თავადვე გადაამოწმებს.

3
1324
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1324
  
2015, 25 იანვარი, 21:36
მისივე განცხადებით ამ ქვეყანას ისევ 2100 წელს მოევლინება ნებრასკაში და საკუთარი წინასწარმეტყველების სისწორეს თავადვე გადაამოწმებს. – ამას ჰქვია: ყურებს არ დავუჯერე (თუ თვალებსოოო) ... :))))
2014, 10 აგვისტო, 23:00
ეხლაც მაინტერესებს რატომ წავიკითხე ამხელა ზღაპარი ხო არავის დაუძალებია))))1877 წელს ვინ ბავშვმა რა იბოდიალა რატომ უნდა აინეტერესბდეს ვაბშე ვინმეს))))))
2014, 9 აგვისტო, 23:58
ანუ ივერია გაბრწყინდება? :))))))
0 1 3