x
image
beko777
ზუგდიდის გამგებელი მომხიბლავ თანაშემწეს იცავს

22 და 23 წლის ადამიანები მინისტრებად ინიშნებოდნენ და ჩემი თანაშემწე გახდა პრობლემა? - ზუგდიდის გამგებელი მომხიბლავ თანაშემწეს იცავს

imageდღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზუგდიდის გამგებლის, ედიშერ თოლორაიას მრჩეველად 22 წლის ყოფილი კრუპიე, თაკო ლაშხია დაინიშნა. რა კრიტერიუმით მოხდა მისი ამ თანამდებობაზე დაწინაურება, ამის გარკვევა თავად ზუგდიდის გამგებელთან ვცადეთ:
- თაკოს გარშემო უაზროდ აგორდა აჟიოტაჟი. ის ჩემ მრჩევლად არ დანიშნულა, ის არის გამგებლის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი. 2 თვის განმავლობაში იქნება ამ თანამდებობაზე, მანამ ვიდრე გამოცდები ჩატარდება.
- რა კრიტერიუმით მოხდა მისი დანიშვნა თუნდაც 2 თვით?

- რა მნიშვნელობა აქვს?! განცხადება იყო შემოსული და დაკმაყოფილდა. ის არის ეკონომისტი, უმუშავია ბუღალტრად. თაკო არის ახალგაზრდა გოგო, რომელსაც აქვს ეკონომისტად მუშაობის გამოცდილება. აქ რაიმე ნათესაურ და მეგობრულ კავშირს არ ჰქონია ადგილი.

image- ხომ არ აჯობებდა უფრო გამოცდილი კადრის დანიშვნა?

- 22 და 23 წლის ადამიანები მინისტრებად ინიშნებოდნენ და მაგაზე არ ქონდა არავის პრობლემა და ჩემი თანაშემწე გახდა პრობლემა?

- ამაზე პრობლემა არ ქონდა წინა ხელისუფლებას, მაგრამ დარწმუნებული ვარ, თქვენ მაშინ ამას აპროტესტებდით...

- ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. წლოვანებას მაინცდამაინც დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, პროფესიონალი არის თუ არა ადამიანი. ახალგაზრდების დანიშვნა თანამდებობაზე პრობლემა არ არის, მთავარია, მერე როგორ მოიქცევა ამ თანამდებობაზე. თანაც გაითვალისწინეთ, რომ თაკო ლაშხია გამოკვეთილად თანაშემწეც არაა, ის უნდა იყოს მისაღებში და მეტი არაფერი.

image- ანუ მდივანია?
- შეიძლება ასეც ითქვას.
- ზუგდიდელები საუბრობენ რომ ის კრუპიედ მუშაობდა კაზინოში...

- ეს არის ბოროტი ხალხის მოგონილი ტყუილი. ის რომ შეკვეთილში მუშაობდა ბუღალტრად, ამას ვადასტურებ.

- შეკვეთილში ბუღალტრად მუშაობა საკმარისია ამ თანამდებობისათვის?

- რა მნიშვნელობა აქვს?! ყველა ხომ საიდანღაც იწყებს, პირდაპირ ამ თანამდებობაზე ხომ არ დაინიშნებოდა?! მესმის, გასაკვირი იქნებოდა მისი აქ დანიშვნა, ის რომ იყოს მრჩეველი ან რაიმე სამსახურის უფროსი, მაგრამ ის არის უბრალოდ თანაშემწე.

- თუმცა თანაშემწესაც საკმაოდ ბევრი ფუნქცია აქვს.

image- თითქმის არანაირი ფუნქცია არ აქვს.

- თუ ასეთი უფუნქციოა, რატომ არ აუქმებთ ამ შტატს?

- იყო ასეთი შტატი და ჩვენც დავნიშნეთ ამ ვაკანსიაზე ვიღაც, თორემ ადრე რომ იყო მრჩევლები და სხვ. ასეთი ბევრი ფუნქცია მას აღარ აქვს. ბუნებრივია, აქვს გარკვეული ფუნქცია, მაგრამ ბევრი არა. არც ხელფასია განსაკუთრებული


ლადო გოგოლაძე

8
1714
8-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:beko777
beko777
1714
  
2015, 6 მაისი, 12:34
ასეთებზეა თქმული "ქარიშხალი ჭიქაში"! სხვა საქმე არა გაქვთ??
2014, 16 ოქტომბერი, 16:37
მრჩევლად დაინიშნა??? მრჩევლად??? ბედნიერი კაცი ყოფილა თოლორაია, იღბლიანი, დღე და ღამეს გაასწორებენ ეხლა ეგენი, საყოფაცხოვრებო საკითხების განხილვაში, ....... აუშენებიათ აბა ზუგდიდი და ეგაა....
2014, 2 სექტემბერი, 18:26
ახალგაზრდა ლამაზი(ოდნავ მაინც) დიდი მკერდი კარგი სამუშაო ადგილი და ე.ი ბოზი.....ლოგიკას ვერ ჩავწვდი :D
2014, 14 აგვისტო, 11:51
ეხე ეხ ეხ რა ეშველება საქართველოს ბოზები უნდათ სამსახურებში. დიდი გამოცდილება მაქვს ჩემ საქმესი მივედი ერთ ადგილას და ძალიან გადაპრანჭული ქალბატონი დამხვდა ზე რომ ეტყობოდა რისთვისაც ყავდათ იქ. მე რომ მივედი იმ ვაკანსიაზე მითხრა თქვენ არ შეეფერებით იმ ადგილსო რატომ მეთქი და ასე მიპასუხა ჩვენ ჩემნაი ქალს ვეძებთო არადა საჯარო სამსახური იყო. გამეცინა და ვუპასუხე იმიტომ არის ქვეყნის საქმე კარდატ თქვენ რომ ზიხართ მანდ მეთქი და წამოვედი
2014, 9 აგვისტო, 23:28
შეიძლება თქვათ გამოუცდელია და არ უნდა დაენიშნათ მსგავს თანამდებობაზეო (და ლბათ მართალიც იქნებით), მაგრამ რა შუაშია აქ კაზინოში მუშაობა?? ერთი პერიოდი მეც ვმუშაობდი ბარში მიმტანად, მაგრამ იქ უნდა დამემთავრებინა ჩემი კარიერა და წინ არ წავსულიყავი რახან ბარში ვმუშაობდი?? თითქმის მისი ასაკის ვარ და ახლა უკეთეს სამსახურში სადაც ვმუშაობ ჩემი თავდაუზოგავი შრომით მოვხვდი, ჯერ არავის გაუბედავს ზედმეტის თქმა რადგან არასოდეს მიმიცია მიზეზი ვინმესთვის ჩემზე ცუდის სათქმელად!! მისი კაზინოში მუშაობა აქ რა მოსატანია??? ყველა ახალგაზრდა ერთ "ქვაბში" არ უნდა "მოიხარშოს".!!
2014, 9 აგვისტო, 21:51
თუ გავითვალისწინებთ იმას რომ ამჯერად უმუშევარი ხარ მდივანი კიარა ნაშოჩკა გჭირდება ასე გამოდის :P :D
2014, 9 აგვისტო, 15:40
მეც მინდა ასეთი მდივანი, თვეში 500 ლარს გადავუხდი. მანქანითაც მოვემსახურები, დაჟე "პაესტკაშიც" წავიყვან, თან ხშირად )))
2014, 9 აგვისტო, 9:48
მთავარია ადამიანი პროფესიონალი იყოს და დიდი ძუძუები ქონდეს :) ისე რომელი საქმის პროფესიონალიზმზე ლაპარაკობს ეს კაცი ისიც საკითხავია
0 1 8