x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
ეთერ კაკულიას ექიმებმა სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, როგორ მიმდინარეობს მომღერლის გამოჯანმრთელების პროცესი?

imageყველასათვის საყვარელ და ცნობად მომღერალს ეთერ კაკულიას ექიმებმა სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. მომღერალმა ჯერ გამოკვლევები ჩაიტარა, შემდეგ კი ოპერაცია. "ყელთან გაჭრილი მაქვს, ლიმფო ამოიღეს. კიდევ კარგი მეტასტაზები ჯერ არ იყო წასული, ყველა ორგანო ჯანმრთელი მაქვს. ოპერაციის ღამესვე ქიმიოთერაპია გამიკეთეს"-გვიამბობს ქალბატონი ეთერი. მომღერალს მკურნალობისთვის საკმაოდ სოლიდური თანხა ესაჭიროება. კლინიკაში 30000 დოლარი დასჭირდა, რომელიც თბილისის მერიამ დაუფინანსა. გარკვეული თანხა გადაცემა "პროფილის" მეშეობითაც შეგროვდა. "ხალხმა გამაგიჟა ხვადასხვა ქვეყნებიდან მირეკავდნენ. კლინიკის გარდა უამრავი ხარჯია, რაშიც ქართველი ერი დამეხმარა. არ ვიცი მათ ასე ძალიან როგორ შევაყვარე თავი, ამაზე რომ ვფიქრობ მეტირება. მირეკავდნენ და ტიროდნენ, მე ვამშვიდებდი, ნუ ტირით, ჯერ ცოცხალი ვარ-მეთქი"-ამტკიცებს ქალბატონი ეთერი.image

მომღერლის ავადმყოფობის შესახებ ინფორმაცია დაახლოებით 2 თვის წინ გავრცელდა. ინფორმაცია ეთერის მეგობრმა, რაულ ქირიამ გაავრცელა და საზოგადოებას დახმარებაც სთხოვა.

მომღერალმა მკურნალობის პირველი ეტაპი წარმატებით დაასრულა. "102 წლამდე უნდა ვიცოცხლომეთქი ხომ ვამბობდი, ისრაელში მითხრეს, 120 წლამდე იცოცხლებ, ეს ებრაელების დალოცვააო, მაგრამ ამდენს ვერ გავქაჩავ და ისევ 102-ზე გავჩერდები"-გვიამბობს ქალბატონი ეთერ კალულია. ვუსურვოთ მას ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე.

0
249
3-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
249
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0