x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
მარკეტინგის არსი და ფუნქციები

imageროგორც მოგეხსენებათ, ბაზარი ეს არის ორგანიზაციული სისტემა, რომლის საშუალებითაც მყიდველები და გამყიდველები ახორციელებენ საქონლისა და მომსახურების ურთიერთგაცვლას. ეკონომისტებისთვის კი, ყველა ის პროცესი რაც საქონლის წარმოებიდან შეძენამდე ხდება, მარკეტინგად ითვლება. მარკეტინგი, ეს ისეთი საქმიანობაა, რომელიც მყიდველებსა და გამყიდველებს ერთმანეთს ახვედრებს. მარკეტინგი მოიცავს როგორც რეკლამას, ისე ყიდვასა და გაყიდვას, ტრანსპორტირებასა და შენახვას, პროდუქტების ნომენკლატურის დაგეგმვასა და ბაზრის შესწავლას, პროდუქტების გასაღებისათვის ხელის შეწყობას, მომხმარებელთა მომსახურებას, დაფინანსებას, დაზღვევას, მოკლედ ყველაფერს, რისი საშუალებითაც ხდება ბიზნესის წარმოება და შემდგომი რეალიზება როგორც მსოფლიო ისე ადგილობრივ ბაზარზე.

მარკეტინგის დაგეგმვისას ყურადღება ექცევა ე.წ. მარკეტინგის
4P-ს (Marketing Mix) : პროდუქტი (Product), ფასი (Price),

პრომოუშენი (Promotion) და ადგილი (Place). შემოგთავაზებთ თითოეული მათგანის მოკლე მიმოხილვას, პროდუქტი- მას ისეთი თვისებები და ხარისხი უნდა ჰქონდეს, როგორსაც მომხმარებელი მოელის გადახდილ ფასად და რაც ყველაზე მთავარია ეს პროდუქტი
მომხმარებელს უნდა სჭირდებოდეს. ფასი- კომპანიებმა უნდა მოახერხონ ისეთი ფასის პოვნა რომლის საშუალებითაც ისინი მაქსიმალურ მოგებას მიიღებენ, ეს კი თავისთავად გულისხმობს იმას, რომ ფასი შეძლებს აანაზღაუროს მუდმივი დანახარჯი რასაც კომპანია ახორციელებს. ხოლო შემდეგ, კომპანია ამ დანახარჯებს,
საკუთარი ნულოვანი მოგების წერტილის გამოსაანგარიშებლად გამოიყენებს. ნულოვანი წერტილი კი გულისხმობს შემდეგს, როდესაც რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი მუდმივი და ცვალებადი დანახარჯების ტოლია. ამ წერტილის ერთ მხარეს კომპანია ზარალში იქნება, ხოლო მეორე მხარეს კი– მოგებაში. პრომოუშენი- პროუქციის გაყიდვის ხელშეწყობა მარკეტინგისა და პროდუქტის დიფერენციაციის უმნიშვლოვანესი ნაწილია. ამ გზით საწარმოები მომხმარებლებს შეტყობინებებს უგზავნიან. თუ მომხმარებელს არაფერი ეცოდინება პროდუქციის შესახებ, შესაბამისად იგი მას არ იყიდის. ერთი სიტყვით, პრომოუშენი გულისხმობს ბრენდის რეკლამირებას, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ბრენდის იდენტობის ჩამოყალიბებასა და მის პოპულარიზაციაში. ადგილი- იმისათვის, რომ საქონელი სარგებლიანი იყო, იგი უნდა გამოჩნდეს მაშინ და იქ, სადაც მის შეძენას მომხმარებლები თავისუფლად შეძლებენ. ცუდად შერჩეული ადგილი ბევრი საწარმოსთვის გამხდარა კრახის მიზეზი.

მარკეტინგის ძირითადი ფუნქციების ფორმულირება კი ასე შემიძლია:
მარკეტინგი ეს არის საქმიანობა, რომელიც ეხმარება კომპანიას საკუთარი ბრენდის ინდენტიფიკაციაში, ახდენს ბრენდების დახარისხებას და ახერხებს ამა თუ იმ ბრენდის იდენტიფიცირებისათვის საჭირო დეტალების დიფერენცირებას, რაც შემდგომში კომპანიას აძლევს საშუალებას იყოს შემჩნევადი პროდუქტის გაყიდვის ადგილებში, ამ ყველაფრის მიღწევა კი ხდება შემდეგი ღონისძიებებით, როგორიცაა მაგალითად, ინფორმაციის შეგროვება, იმის შესახებ თუ რომელ ბაზარზე გადიხარ როგორც ფირმა და რა მოგებას შეიძლება ელოდე. შესყიდვა– სანამ მზა პროდუქციას საცალო ვაჭრები გაყიდიან, საჭიროა მისი შერჩევა და შესყიდვა მწარმოებლისგან ან მოვაჭრისგან. ტრანსპორტირება– საჭიროა პროდუქტის მიტანა გაყიდვის ადგილამდე ისე, რომ არ მოხდეს მისი დაზიანება. გაყიდვა– უნდა მოხდეს საქონლის სწორი კუთხით რეკლამირება და გაყიდვა. შენახვა– მარაგში ინახება იმაზე მეტი საქონელი ვიდრე, შეიძლება გაიყიდოს ერთი დღის განმავლობაში, აქედან გამომდინარე, უნდა მოხდეს მისი სათანადოდ შენახვა. დახარისხება- გულისხმობს, პროდუქტების კლასიფიცირებას ხარისხისა და ზომის მიხედვით.


ერთი სიტყვით, მარკეტინგი ეს არის მართვის პროცესი, მისი ძირითადი ფუნქცია კი მომხმარებლის დაკმაყოფილება, პროგნოზირების გაკეთება და ამა თუ იმ საქმიანობის მოგების განსაზღვრაა, რაც, რა თქმა უნდა, ორგანიზაციის სასარგებლოდაა
მიმართული.


8 აგვისტო, 2014 წელი

2
4838
2-ს მოსწონს
ავტორი:თამარ წულაია
თამარ წულაია
4838
  
2019, 15 ნოემბერი, 1:24
რეალურად, დღევანდელი მარკეტინგი უფრო რთული და, ამავდროულად, ადვილია, ვირე სტატიაში არის აღწერილი. ის დეფინიცია რაც გაქვთ მოცემული სწორია, თუმცა დღეს უკვე ბევრი რაღაცის დამატება შეიძლება. ციფრული მარკეტინგი ინსტრუმენტებმა ძალიან ბევრი რამე შეცვალეს. მაგალითად, დღეს სოციალური მედია რეკლამის დახმარებით, ზუსტი თარგეტირებით შეგიძლიათ მიიღოთ ძალიან მაგარი როი. გაეცანით სტატიას: https://ms-georgia.com/2019/07/15/1-lari-udris-8-lars/
2019, 20 მარტი, 13:47
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2