x
image
worldsport.ge
დონოვანი კარიერას ასრულებს

imageლეგენდარულმა ამერიკელმა ფეხბურთელმა ლენდონ დონოვანმა კარიერის დასრულება გადაწყვიტა. აღნიშნულ ინფორმაციას რამდენიმე ამერიკული სააგენტო ავრცელებს.
მათი ცნობით, დეკემბერში, როდესაც MLS-ის სეზონი დასრულდება, დონოვანი ბუცებს ლურსმანზე დაკიდებს.
32 წლის ფეხბურთელი ევროპული კარიერის განმავლობაში ლევერკუზენის “ბაიერში”, მიუნხენის “ბაიერნსა” და ლივერპულის “ევერტონში” გამოდიოდა. აშშ-ში კი დონოვანი “სან ხოსესა” და “ლოს ანჯელეს გელექსის” ღირსებას იცავდა.
ლენდონმა აშშ-ს ეროვნული ნაკრების მაისურით 156 მატჩი ჩაატარა, მაგრამ იურგენ კლინსმანმა ვეტერანი თავდამსხმელი გასულ მსოფლიოს ჩემპიონატზე არ წაიყვანა.

ლევან გოგოტიშვილი

www.worldsport.ge

0
22
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
22
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0