x
image
beko777
კითხვა-პასუხი ჩვენს სილამაზეზე (პროფესიონალი გპასუხობთ)
imageთმები მუცლის არეში
- მაწუხებს ჭარბთმიანობა სხეულზე და ვკომპლექსდები ამასთან დაკავშირებით. მაინტერესებს შეიძლება თუ არა მუცელზე თმების ამოწიწკნა? დარეჯანი, 23 წლის
- ეს ყველაზე მარტივი და უსაფრთხო მეთოდია იშვიათი თმების სახიდან, მკერდიდან და მუცლიდან მოშორებისათვის. ისინი პინცეტის მეშვეობით ბოლქვებიანად უნდა ამოიწიწკნოთ. ისინი ცხადია კვლავ წამოიზრდება, მაგრამ შესქელებული და გაუხეშებული არ იქნება. ეს პროცედურა რომ ნაკლებად მტკივნეული იყოს, შეიძლება კანზე წინასწარ დამარბილებელი საშუალება წაიცხოთ. არასდროს არ ამოიწიწკნოთ თმის ღერები თანდაყოლილი ხალებიდან (შეგიძლიათ მხოლოდ სიგრძეში დაამოკლოთ), ეს ძალზე საშიში დაავადებების გამომწვევი შეიძლება გახდეს.


image

ზედმეტი კილოგრამები
- არ ვიცი როგორ დავძლიო ჭარბი წონის პრობლემა. წესიერად ვერც კი ვასწრებ გახდომას, რომ ისევ ვიმატებ წონაშიც და მოცულობაშიც. ყველგან რთულად წერენ ამის შესახებ. თუ შეიძლება მარტივად ამიხსენით, რა ვისაშველო... სალომე, 19 წლის
- მინიმუმამდე შეამცირეთ შაქრის მოხმარება, მიირთვის მეტი ხილი და ბოსტნეული. თავი მოარიდეთ ლუდს, მეტი იმოძრავეთ. სისტემატურად აიწონეთ ერთი და იგივე სასწორზე, ერთი და იმავე დროის მონაკვეთში. შედეგები ჩაიწერეთ. როგორც კი წონის მატებას იგრძნობთ, გააქტიურეთ ფიზიკური მოქმედებები.


imageდიდ პირს პატარა კონტური უხდება
- ძალიან განიერი პირი მაქვს. როგორ წავისვა ტუჩსაცხებელი? -
რუსიკო
- კონტური მხოლოდ ტუჩების შიდა კიდეებზე დაიტანეთ. პირის კუთხეებს კი საერთოდ არ შეეხოთ.



ყელსაც სჭირდება მოვლა
- თუ არსებობს ყელის მოვლის რაიმე სისტემა? ვფიქრობ, ეს მრავალი ქალისთვის იქნება საინტერესო - მეგი, 28 წლის
image- თუ ცხიმიანი კანისათვის სისტემატურად იყენებთ სპირტიან ტუალეტის წყალს, ყელისთვის უფრო ოპტიმალურია უალკოჰოლო ლოსიონი. მშრალი სახის კანის მქონე ქალბატონებს ყველა მოსავლელი საშუალების გამოყენება შეუძლიათ ყელისათვის, რადგან ისინი საკმარისად შეიცავენ ცხიმებს და სპეციალური კრემი ყელისათვის აღარ არის საჭირო. ძალიან სასარგებლოა შხაპის მიღების დროს ჯაგრისოვანი მასაჟის ჩატარება და ყველაზე მთავარია: სწორი დგომა, მხრებში გაშლა და ნიკაპის აწევა.


ანთება ნუნებზე
- ფრჩხილის გარშემო ხშირად მეწყება კანის ანთება. რა გავაკეთო? - თამთა
- შეეცადეთ სწორად დაიმუშაოთ ფრჩხილები. ყურადღება მიაქციეთ, რომ ნუნები რბილი და გასწორებული იყოს. ფრჩხილის მაკრატლები და საკვნეტები მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში გამოიყენეთ. ხშირ შემთხვევაში კი ქლიბი მოიხმარეთ.


imageგამამხნევებელი ჭუპა-ჭუპა
- როგორ კეთდება ხელმისაწვდომი ინგრედიენტებისაგან მატონიზირებელი აბაზანა? - ქ-ნი ცისანა, 45 წლის
- თუ სურსათის მომარაგების მხრივ პრობლემები არ გაქვთ, წყალში ჩაამატეთ ნახევარი ლიტრი რძე, ერთი კოვზი თაფლი და ცოტაოდენი ნუშის ზეთი. ასეთი აბაზანა ანოტივებს და ამშვიდებს მშრალ კანს. მგრძნობიარე კანისათვის შეიძლება ღვინის ძმარიც დაამატოთ. ზღვის მარილიანი აბაზანები კანის გასუფთავებას უწყობს ხელს და განსაკუთრებით სასარგებლოა ცხიმიანი კანისათვის.


ჩაცმა ვერ მოვახერხე
- სიმაღლით 160 სმ ვარ. მაქვს პატარა მკერდი და განიერი თეძოები. როგორ მომიხდება ჩაცმა? - მირანდა, 19 წლის
- ასეთი კომპლექციის დროს შეიძლება მოიხდინოთ ასეთი კომპლექტი – თავისუფალი ბლუზონი, პულოვერი ან პატარა საყელოს მქონე ჟაკეტი, ყელს ქვემოთ ჭრილით ნაქსოვი პლუს დაბლა გაკლოშილი ქვედატანი ან კლასიკურად შევიწროებული შარვალი. გასათვალისწინებელია, რომ კომპლექტის ზემო ნაწილი თეძოს შუაგულს სიგრძეში არ უნდა აღემატებოდეს.


imageპარაფინის ამოყვანა
- როგორ ამოვიყვანო შარვლიდან სანთლის მასა? - ნინო
- დასვრილ ადგილს ზემოდან დაადეთ ჰიგროსკოპული უფერო ქაღალდი (საშრობი ან ხელსახოცი) და გააუთოვეთ ცხელი უთოთი. პარაფინი გადნება და შეჟონავს ქაღალდში. თუ ცოტაოდენი ლაქა მაინც დარჩა, გამოიყენეთ ლაქების ამომყვანი საშუალება.

0
189
3-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
189
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0