x
7 წესი თუ როგორ აღვზარდოთ შვილები ნამდვილ მამაკაცებად
ყველა ქალი ოცნებობს რომ თავისი ბიჭი (შვილი) გაზარდოს
ნამდვილი ვაჟკაცი და ამავდროულად ყველა ქალი თავის გულის სიღრმეში აცნობიერებს რომ ნებისმიერი
მამაკაცი არ არის იდიალურირაშია საქმე და როგორ უნდა გავზარდოთ ჩვენი ბიჭები (შვილები) ნამდვილ მამაკაცებად?
ჩვენ გვინდა შემოგთავაზოთ 7 წესი თუ როგორ აღვზარდოთ შვილები სწორად:


1 წესი: ბიჭის აღზრდაში უშუალოდ მამამ უნდა მიიღოს მონაწილეობა დაბადებისთანავე, რადგანაც ბავშვის
აღზრდა ოჯახში დადგენილი წესების მიხედვით არ ხდება. ბავშვი ყოველთვის კოპირებას უკეთებს მამის ქცევებს
და არა მის სიტყვებს. კითხვა დედებს: გინდათ თქვენი შვილები იყვნენ ისეთები როგორიც თქვენი მეუღლეა?


2 წესი: მამაკაცი უნდა იყოს ძლიერი. ეს იმას ნიშნავს რომ გადაწყვეტილება მან უნდა მიიღოს და
პასუხისმგებლობაც თავის თავზე აიღოს. კითხვა მშობლებს: სწავლობს თქვენი შვილი დამოუკიდებლად
გადაწყვეტილების მიღებას და იღებს თუ არა პასუხისმგებლობას ამა თუ იმ გადაწყვეტილებაზე?


3 წესი: მიიღო გადაწყვეტილება და მასზე ატარო პასუხისმგებლობა ეს მედალის ორი მხარეა. ერთ მხარეს
თავისუფლებაა მეორე მხარეს კი შეზღუდულობა. მაგალითად: მამაკაცი იღებს გადაწყვეტილებას მაგრამ
პასუხისმგებლობას აკისრებს თავის მეუღლეს, ასეთ კაცებს “დედიკოს ბიჭებს” ეძახიან და ასევე მამაკაცი არ იღებს
გადაწყვეტილებას მაგრამ პასუხისმგებლობას მაინც ატარებს, არც ეს არის მამაკაცობა, ასეთ კაცებს “ქალის ქუსლის
ქვეშ მყოფ კაცებს ეძახიან”.



4 წესი: თავისუფლება იწყება თვითშეზღუდვით. არის ესეთი აღმოსავლური თქმულება: წყალს პირველად აქლემები
სვამენ რადგან მათ ხელები არ აქვთ, შემდეგ სვამენ მამაკაცები, რადგან მათ მოთმინება არ შეუძლიათ, ხოლო
ბოლოს სვამენ ქალები.
სქემა როგორ უნდა ასწავლოს ესეთ მომენტში მამამ თავის შვილს :


„პირველად დედამ დალიოს, რადგან ის ქალია. შემდეგ ჩვენმა კატამ დალიოს წყალი, რადგან ის უსუსურია და
ჩვენზეა დამოკიდებული. ხოლო ჩვენ ბოლოს დავლიოთ რადგან ჩვენ ხომ კაცები ვართ.“


5 წესი: როდის აცნობიერებს ბავშვი რომ ის უკვე მამაკაცია? ფსიქოლოგები ასკვნიან რომ 3 წლის ბავშვი თავს უკვე
თვლის პიროვნებად, დიახ დედებო სამი წლის. ზუსტად 3 წლიდან ბავშვს უნდა ჩაუნერგოთ რომ ის მამაკაცია
და ასწავლოთ ეს ჭეშმარიტება: შენ ვალდებული ხარ როგორც მამაკაცი.
მამაკაცი უნდა იყოს: მომთმენი, საკუთარი თავის ხელში ამყვანი, ნაზიც, უხეშიც, თავისი სიტყვის შემსრულებელი,
თავის შეცდომებზე პასუხისმგებელი, მამაკაცი უნდა იყოს მამაკაცი.


6 წესი: ბავშვს უნდა მოექცეთ როგორც დიდს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ მასთან არ უნდა ითამაშოთ, მას არ
უნდა მოეფეროთ, არ უნდა აპატიოთ თავისი შეცდომები და არ გაუღიმოთ. უბრალოდ მას უნდა აგრძნობინოთ რომ
არის პიროვნება და მამაკაცი.


7 წესი: ბავშვი უნდა ცდებოდეს, რადგან ის იკვლევს სამყაროს და მის საზღვრებს. იცით რატომ გვანან მამაკაცები
ბავშვებს? იმიტომ, რომ მამაკაცები ზრდიან საზღვრებს ამ სამყაროში „ისინი არიან მამოძრავებელი ძალა
კაცობრიობისა, ხოლო ქალის ძალა ეს შემნახველი ძალაა„


არ შეიძლება ბავშვი დასაჯოთ თავისი შეცდომებისათვის, არამედ თქვენ უნდა დაეხმაროთ მას, რომ ამ შეცდომების
გამოსწორება ისწავლოს დამოუკიდებლად

0
58
1-ს მოსწონს
ავტორი:აკო
აკო
58
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0