x
image
worldsport.ge
ფალკაომ გოლის გემო გაიხსენა

imageკოლუმბიის ეროვნული ნაკრების და "მონაკოს" თავდამსხმელმა რადამელ ფალკაომ, ლონდონის "არსენალთან" ამხანაგურ მატჩში, გოლის გატანის გემო გაიხსენა და "მეთოფეები" საკუთარ მოედანზევე დაამარცხა.
მონაკოელთა მთავარმა მწვრთნელმა ლეონარდუ ჟარდიმმა, "ვალენსიასთან" მატჩისგან განსხვავებით, ამჯერად 28 წლის ფეხბურთელი სასატარტო შემადგენლობაში დააყენა და მოედანზე 58 წუთით დატოვა. რადამელ ფალკაომ გამარჯვების მომტანი გოლი 37-ე წუთზე, მოუტინიოს პასის შემდეგ, თავური დარტყმით გაიტანა.
მოგეხსენებათ, ფალკაომ ბოლოს გოლი საფრანგეთის თასზე 22 იანვარს გაიტანა, თუმცა ის მატჩი კოლუმბიელისთვის საბედისწერო აღმოჩნდა _ მიიღო მძიმე ტრავმა და მუნდიალიც გამოტოვა.
"მონაკოს" პირველი ოფიციალური მატჩი 10 აგვისტოს, საფრანგეთის ჩემპიონატში შინ, "ლორიენის" წინააღმდეგ ელოდება.

გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
28
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
28
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0