x
image
worldsport.ge
რუსეთზე ურუგვაი გავიდა

imageურუგვაის მორაგბეთა ნაკრებმა ჰონკონგი მონტევიდეოში გამართულ ერთმატჩიან დუელში 28:3 დაამარცხა და 2015 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის რეპეშაჟის ფინალში გავიდა.
გადამწყვეტ, ორრაუნდიან დაპირისპირებაში სამხრეთამერიკელთა მეტოქე რუსეთი იქნება. რომელმაც კრასნოიარსკში აფრიკის წარმომადგენელ ზიმბაბვეს 23:15 სძლია. ფინალში გუნდები ნოემბერში, შინ და გარეთ ითამაშებენ და გაირკვევა იმ მე-20-ე გუნდის ვინაობა, რომელიც ინგლისში A ჯგუფში, მასპინძელთა, ავსტრალიის, უელსისა და ფიჯის ნაკრებებთან მოხვდება.
ურუგვაის მსოფლიო თასზე 2003 წლის შემდეგ აღარ უთამაშია, რუსეთმა კი, მსოფლიო თასზე პირველად 2011 წელს ითამაშა.

ზურა ქსოვრელი

www.worldsport.ge

0
16
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
16
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0