x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
მაკა ძაგანია მეორე შვილს ელოდება. რა ბედი ელის თინას როლს "ჩემი ცოლის დაქალებში"?
image
ყველაზე პოპულაური ქართული სერიალის, "ჩემი ცოლის დაქალების" მსახიობების დაორსულება უკვე აღარავის უკვირს. უკვე მესამე მსახიობია, რაც ფილმის გადაღების პროცესში დაორსულდა და სცენარისტებსაც უწევთ სცენარის შეცვლა ამის გამო. თუმცა სერიალი პოპულარობას მაინც არ კარგავს. ჯერ იყო და ნინას როლის შემსრულებელი, ანი ტყებუჩავა გახდა დედა, თუმცა მისი შვილის გაჩენა სერიალს მოარგეს. ამის შემდეგ კატოს როლის შემსრულებელი, ლელა მებურიშვილიც ჩამოსცილდა სერიალს დედობის გამო და იგი ჯერჯერობით სერიალს არ დაბრუნებია და სავარაუდოდ აღარც დააბრუნებენ...

ახლა კი ყველაზე სამართლიანი და მკაცრი თინას როლის შემსრულებელი აღმოჩნდა ორსულად. ვინც თვალს ადევნებთ სერილ "ჩემი ცოლის დაქალებს", უკანასკნელ სერიალში კარგად შეამჩნევდით მაკა ძაგანიას მუცელს, რომელსაც გაშლილი კაბაც ვერ უმალავდა.

ამ ეტაპზე თინა სერიალში აღარ მიიღებს მონაწილეობას, ხოლო დაუბრუნდება თუ არა იგი თავის როლს მშობიარობის შემდეგ, ჯერ კიდევ უცნობია.

მსახიობი მაკა ძაგანია 34 წლისაა. მას ყავს პირველი ქორწინებიდან ულამაზესი ქერა გოგონა, ნუცა ჩაკვეტაძე.imageimageimage


პირველ მეუღლეს, რომ გაშორდა მაკა 21 წლის იყო. ამის შემდეგ მას ხუთწლიანი რომანი ჰქონდა მსახიობ ტატო ჩახუნაშვილთან, რომელსაც მოულოდნელად დაშორდა.


ამის შემდეგ მაკა ძაგანია დიდხანს არ ამხელდა თავის პირად ცხოვრებას და ყველასთვის მოულოდნელი იყო მისი ორსულობაც. მაკას გოგონამ სოციალური ქსელის "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ატვირთა დედის ორსულობის ფოტო.

მაკას მეუღლე კი არის მსახიობი გია ცერცვაძე. გია მაკაზე ბევრად უმცროსია, 25 წლის არის, თუმცა ამას მათი ურთიერთობისთვის ხელი არ შეუშლია. ისინი ორი თვეა უკვე რაც დაქორწინებულნი არიან, მაგრამ საზოგადოებისთვის არ იყო ცნობილი.

imageimageimage

imageimageimageimage

ბედნიერებას და მშვიდობით მომშობიარებას ვუსურვებთ მაკა ძაგანიას!

0
758
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
758
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0