x
image
worldsport.ge
ბლაშჩიკოვსკი: “შედეგის გაუმჯობესებთან ერთად, წნეხიც იზრდება”

imageდორტმუნდის “ბორუსიასა” და პოლონეთის ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი იაკუბ ბლაშჩიკოვსკი ფეხბურთელებზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მატებას დორტმუნდელთა შესანიშნავი შედეგებით ხსნის.
მისი აზრით, გუნდის წარმატების მთავარი შემოქმედი მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპია, რომლის გაწვრთნილმა “ბორუსიამ” ბუნდესლიგა ორჯერ მოიგო. გარდა ამისა, გუნდმა გერმანიის თასიც მოიპოვა და შარშან ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც კი გავიდა.
“მას შემდეგ, რაც ჩემპიონობა ორჯერ ვიზეიმეთ, ბევრი რამ შეიცვალა. 2007 წელს, როდესაც “ბორუსიაში” გადმოვედი, გუნდზე ზეწოლა არ არსებობდა. ჩვენი მთავარი ამოცანა საუკეთესო ხუთეულში მოხვედრა იყო, ახლა კი ყოველ წელს ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად ვიბრძვით.
ეს წარმატება კლოპის გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა. მხოლოდ კარგი თამაშითა და გამარჯვების სურვილით ამდენის მიღწევა შეუძლებელია. მოხარული ვარ, რომ ასეთ დიდებულ კლუბში ვთამაშობ. “ბორუსია” ჩემთვის მეორე სახლი და ოჯახია.” – განაცხადა ბლაშჩიკოვსკიმ Goal.com–თან საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ პოლონელი ფეხბურთელი მოედანს სულ მალე დაუბრუნდება. მან იანვარში ჯვარედინი მყესების გაწყვეტის შემდეგ რეაბილიტაციის ხანგრძლივი კურსი გაიარა.

ლევან გოგოტიშვილი

www.worldsport.ge

0
2
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
2
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0