x
image
worldsport.ge
მოურინიო ახალწვეულებით კმაყოფილია

image“ჩელსის” პორტუგალიელი მთავარი მწვრთნელი – ჟოზე მოურინიო გუნდის ახალწვეულებით აღტაცებას ვერ მალავს და მათი თამაშით ძალიან კმაყოფილია.
SkySports-თან ინტერვიუში, ჟოზემ დიეგო კოშტას, დიდიე დროგბას, სესკ ფაბრეგასისა და ფილიპე ლუისის თამაში შეაფასა:
“კოშტა ჩვენს გუნდს ძალიან გააძლიერებს. დიეგო შესანიშნავი ფეხბურთელია. იგი ბურთს ძალიან კარგად ფლობს და თამაშს კარგად კითხულობს. ძალიან ცოტა ელოდა მისგან ასეთ თამაშს. ამასთან, იგი ფიზიკურადაც ძალიან ძლიერია. მცველებისთვის ძალიან ცუდი შეგრძნებაა, როდესაც მეტოქე გუნდში ასეთ მონდომებულ და ძლიერ თავდამსხმელს ხედავენ. ჩვენი შეტევის ხაზი წარმოუდგენლად ძლიერია, რადგან გუნდში კოშტა, დროგბა და ტორესი გვყავს.
დროგბას შესაძლებლობების შესახებ ყველას კარგად მოეხსენება – ის “ჩელსის” ისტორიის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ლონდონიდან წასვლის შემდეგ, დიდიე არ შეცვლილა – ასაკის მატების მიუხედავად, მისი თამაშის ხარისხი ნამდვილად არ დაცემულა და თითოეული თამაშის ბედის გადაწყვეტა ჯერ კიდევ შეუძლია.
სესკი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი ფეხბურთელია და გადაწყვეტილებას სხვებზე სწრაფად იღებს. ფაბრეგასი სწორედ ის ფეხბურთელია, რომელიც ნახევარდაცვაში გვჭირდებოდა. ბურთის კონტროლი, ბურთით უსწრაფესი გადაადგილება და გადამწყვეტი გადაცემა – მას ყველაფერი აქვს.
რაც შეეხება ფილიპე ლუისს, ვფიქრობ, ის ინგლისურ ფეხბურთს მალე შეეჩვევა. ის ძალიან გამოცდილი, სტაბილური და საიმედოა. ბრაზილიელი იმ ფეხბურთელთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც ძალიან ცოტა შეცდომას უშვებენ. ეს კი მცველისთვის უმთავრესია. ამასთან, ფილიპე შეტევებში კარგად ერთვება, რაშიც მისი ბრწყინვალე მარცხენა ფეხი ეხმარება. ეს თვისებები ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
დროგბას ადაპტაციაზე საუბარი ზედმეტია. რაც შეეხება დიეგო კოშტას, სესკ ფაბრეგასსა და ფილიპე ლუისს, დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროცესი უმოკლეს ვადებში დასრულდება.” – განაცხადა მოურინიომ.
შეგახსენებთ, რომ სესკ ფაბრეგასი “ჩელსიში” “ბარსელონადან” გადავიდა, ხოლო ფილიპე ლუისი და დიეგო კოშტა გასულ სეზონში მადრიდის “ატლეტიკოს” ღირსებას იცავდნენ. დიდიე დროგბა კი ლონდონური კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია – იგი “არისტოკრატთა” შემადგენლობაში 2004 – 2012 წლებში გამოდიოდა. მათ გარდა, “ჩელსიმ” “ატლეტიკოდან” ტიბო კურტუა დაიბრუნა.

ლევან გოგოტიშვილი

www.worldsport.ge

0
21
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
21
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0