x
image
worldsport.ge
ბუსკეტსმა პუიოლის 5-ნომრიანი მაისური ჩაიბარა

imageესპანეთის ეროვნული ნაკრების და კატალონიის "ბარსელონას" ნახევარმცველმა სერხიო ბუსკეტსმა, "ბლაუგრანას" ლეგენდარული მცველის კარლეს პუიოლის 5-ნომრიანი მაისური გადაიბარა. 26 წლის ფეხბურთელი ახალ მაისურს უახლოეს ამხანაგურ მატჩში "ნიცას" წინააღმდეგ მოირგებს.
აქამდე, სერხიო ბუსკეტს კატალონიურ კლუბში 16-ნომრიანი მაისური ეცვა, რომლითაც ბოლო 5 სეზონის განმავლობაში ასპარეზობდა. "ბარსელონაში" დებიუტის დროს ესპანელს 28-ნომრიანი მაისური ეცვა. სერხიო ბუსკეტსმა განაცხადა, რომ მისთვის დიდი პატივია, კარლეს პუიოლის ნაქონი 5-ნომრიანი მაისურით ასპარეზობა.
შეგახსენებთ, რომ გერმანიის და ესპანეთის სასპორტო მაღაზიებში "ბარსელონას" 5-ნომრიანი მაისური გასაყიდად გამოიტანეს, რომელიც დოტმუნდის "ბორუსიას" და გერმანიის ეროვნული ნაკრების მცველ, მატ ჰუმელსს ეკუთვნის. როგორც აღმოჩნდა, მაისური, მხოლოდ გაყიდვის მიზნით შექმნეს, რადგან მოლოდინისამებრ, ჰუმელსის და "ბარსელონას" კავშირი ჭორი აღმოჩნდა.

გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
25
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
25
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0