x
image
worldsport.ge
"ლაციო" "ასტონ ვილას" ვერ უთანხმდება

imageრომის "ლაციო" პრემიერლიგის კლუბს "ასტონ ვილას" ჰოლანდიელი ფეხბურთელის რონ ვლაარის ტრანსფერზე ვერ ურიგდება. ბირმინგემელებს იმედია აქვთ, რომ ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების მცველს შეინარჩუნებენ და ფეხბურთელის სანაცვლოდ 10 მილიონ ევროს ითხოვენ.
იტალიური მედიის ცნობით, დედაქალაქური კლუბის მესვეურები ჰოლანდიელის სანაცვლოდ 7 მილიონ ევროზე მეტს არ იმეტებენ. აღნიშნულმა თანხამ, კლუბების მოლაპარაკება ჩიხში შეიყვანა. ვლაარისადმი ინტერესს "რომაც" იჩენს, რომელიც ჰოლანდიელ მცველს მეჰდი ბენატიას შემცვლელად მოიაზრებს.
გასულ სეზონში რონ ვლაარმა "ასტონ ვილას” მაისურით 34 მატჩი ჩაატარა და თავი მხოლოდ ერთი საგოლე გადაცემით გამოიჩინა. ბრაზილიაში გამართულ მუნდიალზე 29 წლის მცველმა ჰოლანდიის ნაკრების ძირითადში შვიდივე მატჩი შეუცვლელად ითამაშა და ტურნირის ერთ ერთი საუკეთესო მცველიც გახლდათ.

გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
1
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
1
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0