x
image
worldsport.ge
Gazzetta Dello Sport: ვიდალი "მანჩესტერთან" ოთხწლიან კონტრაქტს გააფორმებს

imageჩილეს ეროვნული ნაკრების და ტურინის "იუვენტუსის" ნახევარმცველი არტურო ვიდალი, კარიერას "მანჩესტერ იუნაიტედში" განაგრძობს. აღნიშნულ ინფორმაციას იტალიური Gazzetta Dello Sport-ი ავრცელებს.
აღნიშნული გამოცემის მტკიცებით, 27 წლის ფეხბურთელმა საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ ინგლისში საასპარეზოდ წასულიყო. არტურო ვიდალმა ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა და ოთხწლიან კონტრაქტსაც მოაწერს ხელს.
"წითელი ეშმაკები" ვიდალის ტრანსფერში 60 მილიონ ევროს გადაიხდიან და ფეხბურთელს კვირაში ანაზღაურება 150 000 ევრო ექნება.

გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
10
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
10
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0