x
image
worldsport.ge
რანიერი: “მონაკო” ვარსკლვლავების გაყიდვას გეგმავს”

image“მონაკოს” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა კლაუდიო რანიერიმ, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ საბერძნეთის ეროვნული ნაკრები ჩაიბარა, ფრანგული კლუბის ხელმძღვანელების პოლიტიკაზე ისაუბრა.
რანიერის კომენტარს Gazzetta dello Sport-ი ავრცელებს.
“მე და კლუბის ხელმძღვანელები “მონაკოს” მომავალს განსხვავებულად ვუყურებდით, რაც ჩემი დათხოვნის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახდა. ჩვენი პროექტი რამდენიმე წელიწადში ევროპის ერთ-ერთი უძლიერეს გუნდად ჩამოყალიბებაზე იყო გათვლილი, მაგრამ როდესაც კლუბის პრეზიდენტს სამი-ოთხი ახალწვეულის მოყვანა ვთხოვე, უარი მივიღე. ახლა ამის მიზეზი ძალიან კარგად მესმის – ის ვარსკვლავების გაყიდვას აპირებს და როგორც ხედავთ, ეს პროცესი უკვე დაიწყო.” – განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე ზაფხულში “მონაკო” გუნდის უდავო ლიდერმა – ხამეს როდრიგესმა დატოვა, რომელმაც, როგორც თავად განაცხადა, მადრიდის “რეალში” გადასვლით ბავშვობის ოცნება აისრულა. ამასთან, კლუბის გამოცვლასთან ძალიან ახლოსაა რადამელ ფალკაოც, რომლის მომავალსაც, ხამესის მსგავსად, “ბლანკოსს” უკავშირებენ.

ლევან გოგოტიშვილი
www.worldsport.ge

0
21
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
21
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0