x
image
worldsport.ge
“რეალი” დიეგო ლოპესს უშვებს

imageბოლო დროს ბევრი იწერება იმის შესახებ, რომ მადრიდის “რეალის” მეკარე - დიეგო ლოპესი ზაფხულში კლუბს გამოიცვლის. გუშინ კი Marca–მ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, “რეალის” ხელმძღვანელებმა ესპანელ მეკარეს განუცხადეს, რომ ამერიკული ტურნეს შემდეგ, მას ახალი გუნდის მოძებნა მოუწევს.
სავარაუდოდ, მადრიდელები ლოპესს კონტრაქტის განკუთვნილ თანხას გადაუხდიან და მასთან ხელშეკრულებას გაწყვეტენ.
შეგახსენებთ, რომ “სამეფო კლუბის” ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ კეილორ ნავასი მოიაზრება, რაც ლოპესის გუნდიდან წასვლის შანსებს კიდევ უფრო ზრდის. ნავასმა მუნდიალზე თავი შესანიშნავად წარმოაჩინა და არაერთი გრანდის ყურადღება მიიპყრო. ბევრი გამოცემის ცნობით, ტრანსფერი უკვე შეთანხმებულია და მისი წარდგენა მხოლოდ დროის საკითხია.

ლევან გოგოტიშვილი

www.worldsport.ge

0
29
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
29
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0