x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
შემთხვევითი სამეცნიერო აღმოჩენები, რომელთაც დღესაც ფართოდ ვიყენებთ
ყველასთვის ცხადია, რომ ჩვენი ცხოვრების წინსვლის საკითხში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული წვლილი მეცნიერებს მიუძღვით. ბევრმა ალბათ არც იცით, რომ გარკვეულ მიზნამდე მთელი რიგი ვრცელი ექსპერიმენტების გავლა უწევდათ მეცნიერებს, ხშირ შემთხვევაში კი შედეგი მოლოდინს არ ამართლებდა, თუმცა იყო შემთხვევებიც, რომელთაც მოლოდინს სრულიად გადააჭარბეს. თქვენდა გასაოცად ყოფილა შემთხვევებიც, როდესაც სრულიად სხვა რაღაც მიუღიათ ექსპერიმენტების შედეგად. მაგ: ფილოსოფიური ქვის ძებნისას 1669 წელს ალქიმიკოსმა Hennig Brand-მა აღმოაჩინა თეთრი ფოსფორი, რითაც ის დაეხმარა სხვა მკვლევარებსაც და სწორედ ამის გამო მას ალექსანდრე პუშკინმა "შემთხვევითი შემოქმედი" უწოდა.


ძალიან ბევრ გამოგონებას აქვს ადგილი, რომლებიც ასევე სხვა რაღაცის მოლოდინის ნაყოფია, თუმცა დღესაც აქტიურად გამოიყენება ჩვენს პრაქტიკულ ცხოვრებაში. მოდით ერთად გადავხედოთ, თუ რომელ შემთხვევით სამეცნიერო აღმოჩენებისთვის ვუმადლოდეთ ალქიმიკოსებსა და მეცნიერებს.



1. მიკროტალღური ღუმელი. Raytheon Corporation-ის წარმომადგენელი ინჟინერი Percy Spencer-ი 1945 წელს მუშაობდა რადარის შექმნის პროექტში. მაგნეტრონის ტესტირების დროს კი შოკოლადმა იწყო დნობა, რითიც მიხვდა სპენსერი, რომ საკვების შესათბობად გამოდგებოდა. იმავე წელს დააპატენტა Raytheon Corporation-მა მიკროტალღური ღუმელები.

image





2. რენტგენის სხივები. 1895 წელს Wilhelm Roentgen-მა ელექტრო-რადიაციულ სხივებში ცნობისმოყვარეობის გამო შეყო საკუთარი ხელი და ნახა რა ფოტოფირზე თუ როგორ ჩანდა მკაფიოდ თითოეული ძვალი, მიხვდა ძვლების განხილვის საშუალებად გამოდგებოდა. სწორედ აქედან წარმოიშვა რენტგენის სხივები, რასაც დღეს მედიცინაში ფართოდ იყენებენ და ვილჰელმის გვარის საპატივცემოდ რენტგენი დაერქვა.

image





3. შაქრის შემცვლელი. (სახარინი) Constantine Falberg-ი მუშაობდა ქვანახშირისა და გუდრონის გადამუშავების საკითხებზე. განტვირთვის მიზნით ის ხშირად შეექცეოდა ფუნთუშას და ერთ დღესაც შენიშნა, რომ ის ძალზედ ტკბილი იყო. სწორედ აქედან დაებადა იდეა შაქრის შემცვლელი გამოეგონებინა და მრავალი ცდის შემდეგ მიაღწია კიდეც შედეგს. 1884 წელს კი მასობრივად დაიწყო ე.წ. სახარინის წარმოება.

image




4. კარდიოსტიმულატორი. 1956 წელს Wilson Greytbatch-ი ახდენდა გულის ცემის ჩამწერი მოწყობილობების შექმნასა და ტესტირებას, როდესაც მოწყობილობას შემთხვევით დაუყენა არასწორი რეზისტორი, რამაც ასევე ელექტრო იმპულსები აწარმოვა, განცვიფრებულმა უილსონმა აქედან აიღო იდეა გულის სტიმულატორი შეექმნა და 1958 წელს გულის პირველი იმპლატანტი ძაღლს ჩაუდგეს. როგორც ცხადია იდეამ გაამართლა და დღეს იგი მედიცინაში ფართოდ გამოიყენება.

image





5. ე.წ. LSD. თავდაპირველად დიეთილამიდ ლიზერგის მჟავას იყენებდნენ ფარმაკოლოგიაში, თუმცა დღეს ალბათ აღარვის ახსოვს ამის შესახებ. 1943 წლის ნოემბერში Albert Hofmann-მა ქიმიკატებთან მუშაობისას აღმოაჩინა უცნაური შეგრძნებები, რომლებიც აი ასე აღწერა მან: "მე შევნიშნე ძალიან ნათელი ფერები, ნაკადი არარეალური, ფანტასტური სილამაზის, რომელთაც თან ახლდათ ინტენსიური კალეიდოსკოპიური სპექტრის ფერები".

image





6. პენიცილინი. სტაფილოკოკური ბაქტერიების ხანგრძლივი დროით პეტრას ფინჯანში გაჩერების დროს Alexander Fleming-ი დააკვირდა, რომ რომელიღაც ბაქტერია თრგუნავდა და ხელს უშლიდა სხვა დანარჩენების გაზრდას. ქიმიური დაკვირვებების შედეგად კი დადგინდა, რომ ეს იყო სოკოს ბაქტერია სახელწოდებით Penicillium notatum. აი ასე წარმოიშვა 40-იან წლებში მსოფლიოს პირველი ანტიბიოტიკი სახელწოდებით პენიცილინი.

image




7. ვიაგრა. კომპანია Pfizer-მა იწყო ახალი ნარკოტიკული პრეპარატების შემუშავება გულის დაავადების განსაკურნებლად. კლინიკური ცდების შედეგად კი დადგინდა, რომ შემუშავებული პრეპარატი საერთოდ არ უწყობდა ამ მხრივ გულს ხელს, თუმცა გააჩნდა გვერდითი ეფექტი, რომელსაც არც კი მოელოდნენ. აი ასე გაჩნდა ვიაგრა.

image





8. დინამიტი. ნიტროგლიცერინთან მუშაობის შედეგად, რომელიც ხასიათდება უკიდურესი არასტაბილურობით, Alfred Nobel-ს მასზე შემთხვევით დაუვარდა საგანი, რომლის შედეგადაც იგი არ აფეთქდა. ნიტროგლიცერინი დაფარული იყო ხის გარსით, სწორედ ამან მიახვედრა მომავალი ნობელის პრემიის მამა, რომ ნიტროგლიცერინის ფეთქება ხდება ინერტულ აირებთან შერევის შედეგად.

image





9. არამსხვრევადი მინა. უყურადღებობის გამო მეცნიერები კიდევ ერთ აღმოჩენამდე მივიდნენ. ფრანგ მეცნიერსა და მკვლევარს Edouard Benedictus-ს დაეღვარა იატაკზე ცელულოზის ნიტრატის ხსნარის ნაზავი. მასა ძირს დაცემის შედეგად გატყდა, თუმცა არ დაიმსხვრა. ასეთმა დაუდევრობამ მიიყვანა ედუარდი იმ დასკვნამდე, რომ ქიმიური ნაერთი გამოეყენებინათ მინის წარმოებაში, რომელიც მის უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა, რაც დღესაც ავტომობილების ინდუსტრიაში ფართოდ გამოიყენება.

image





10. ვულკანიზებული რეზინი. მას შემდეგ რაც Charles Goodyear-ს სურდა აზოტის მჟავის რეზინთან შერევით მისთვის ფერი შეეცვალა, მოხდა სასწაული, რეზინი გახდა უფრო დრეკადი და მოქნილი. განცვიფრებულმა ჩარლმა 1844 წელს დააპატენტა თავისი გამოგონება და ვულკანის სახელწოდებით გამოსცა, რაც დღესაც ფართოდ გამოიყენება.

image

5
195
13-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
195
  
2014, 1 აგვისტო, 14:46
მე მაინც მაგნიტივით ვიზიდავ მასეთებს :დ მილიონში მე ერთს დამესევიან ეს რა თქვიო ჩემი ამბავი რომ ვიცი
2014, 1 აგვისტო, 14:38
:D:D ხო იცი სიტყვებს დასდევენ :))
2014, 1 აგვისტო, 14:37
აა და იმიტო აქვს ის სიმბოლო... ეხლა ვიღაც გამომეკიდება რა მასონური რის მასონურიო ჰოდა გავჩუმდე ჯობია :D
2014, 1 აგვისტო, 14:34
ლსდ თეკლა მკაფიო ფერების აღთქმის უნარია, რაღაც მესამე თვალის მსგავსი, რაც ყველას არ გააჩნია.
2014, 1 აგვისტო, 14:32
ძალიან მომეწონა :) ვიაგრა პირიქით ინფაქტით კლავს მის მომხმარებკლებს და მისი მიღება საერტოდ ვიცი რო აკრძალულია,მითუმეტეს ექიმის გარეშე. არაერთი შემთხვევა გამიგია საყვარლებს რომ ჩააკვდნენ კაცები ლოგინში :| და მეხუთე ვერ გავიგე რა არის ლსდ?ერთი ფოტოზე გავარჩიე მარტო მასონური სიმბოლო
0 1 5