x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
შეეწირა თუ არა გიორგი სიგუა "კაზანტიპს" ?!

image
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ მიღებულია გადაწყვეტილება გიორგი სიგუას დაკავებული
თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით, რის თაობაზეც
სამინისტროს მხრიდან, საქართველოს კანონმდებლობის დაცვით,
გიორგი სიგუას გაეგზავნა შესაბამისი წერილობითი შეტყობინება.
კერძოდ, 4 აგვისტოდან დაკავებული თანამდებობიდან მისი
გათავისუფლების შესახებ. თავად გიორგი სიგუა ამ წერილის მიღებას არ ადასტურებს, თუმცა სამინისტროს განცხადების თანახმად, წერილობითი შეტყობინება ნამდვილად გაგზავნილია.
საინტერესოა, უკავშირდება თუ არა, სიგუას განთავისუფლება
„კაზანტიპის“ ფესტივალს და ამ ბოლო დროს მის მიერ გაკეთებულ განცხადებებს, რის გამოც, ეკონომიკის მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს, პარლამენტში ბოდიშის მოხდა მოუწია.
ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი არ უარყოფს, რომ
მინისტრისგან არაერთხელ მიუღია შენიშვნა, თავისი თანამედროვე მიდგომებისა და შეხედულებების გამო და თუ მას არჩევანის გაკეთება მოუწევს თანამდებობასა და „კაზანტიპს“ შორის, ის არჩევანს “კაზანტიპზე“ შეაჩერებს. აქვე, ჟურნალისტებთან განაცხადა: „ბატონი
გიორგი კვირიკაშვილი კი არა, მე მეუღლე მყავდა, ორი შვილი მყავს და ვერ შევეწყვეთ ერთმანეთს და არ ვცხოვრობთ ერთად, მაგრამ გვაქვს მშვენიერი ურთიერთობა“.


0
67
6-ს მოსწონს
ავტორი:პერსეპოლისი
პერსეპოლისი
67
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0