x
image
worldsport.ge
ჯერარდი: "ჩემს ცხოვრებაში ბოლო სამი თვე საშინელება იყო"

imageინგლისის ეროვნული ნაკრების აწ უკვე ექს-კაპიტანი სტივენ ჯერარდი აცხადებს, რომ ბოლო სამი თვე მის ცხოვრებაში საშინელი იყო. მოგეხსენებათ, "ლივერპულს" პრემიერლიგის მოგებამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა, ხოლო ინგლისის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ბოლო ადგილზე გავიდა.
"შეიძლება ითქვას, ბოლო სამი თვე მართლაც საშინელი პერიოდი აღმოჩნდა ჩემს ცხოვრებაში. ყველას ჰქონია შემთხვევა, როდესაც ცხოვრებაში კარგი არ ხდება. "ლივერპული" სანუკვარ პრემიერლიგის ჩემპიონის ტიტულს ვერ შეწვდა. მსოფლიო ჩემპიონატზე ხომ საერთოდ, ნაკრებმა გამოსვლა ჩააგდო. ზოგჯერ სირთულეებიც საჭიროა, წარუმატებლობაც, რათა შეცდომებს მიხვდე. ამიერიდან, ჩემთვის მნიშვნელოვანია, კარიერის დარჩენილი დროში მაღალ დონეზე ვითამაშო." - განაცხადა ჯერარდმა.

გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

1
29
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
29
  
2014, 30 ივლისი, 22:12
წარმატებეები ძმ :*
0 1 1