x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134481
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508534
რაში დახარჯავს მოგებულ თანხას ნუცა ბუზალაძე

image„ახალი ტალღა 2014“-ის გამარჯვებულ ქართველ ნუცა ბუზალაძეს
სამშობლოში დაბრუნებისთანავე თბილისის აეროპორტში მეგობრები, ნათესავები და გულშემატკივრები
დახვდნენ. 17 წლის ვარსკვლავს დასვენება არც კი აცადეს და ისიც, მილოცვების პარალელურად,
დილიდან ჟურნალისტების კითხვებს დაუზარლად პასუხობს.
მომღერალი დღესვე, თავის პროდუსერებთან, ლელა წურწუმიასა
და მამულიჩასთან, ასევე რუსა მორჩილაძესთან ერთად, ტელეკომპანია „იმედზე“ გადაცემა „დღის შოუში“ მიიწვიეს, სადაც წამყვანები მოგებული თანხის მიზნობრიობით დაინტერესდნენ.
იურმალაში, ნუცას პირველ ადგილზე გასვლისათვის პრიზი - 50 000 ევრო გადასცეს, საიდანაც 22% დაიბეგრა და რეალურად 38 000 ევრო დარჩა. მომღერალმა ჯერ კიდევ პროეტქ „ერთი ერთში“, ფინალში განაცხადა, რომ მას ბინა არ ჰქონდა, ნაქირავებში ცხოვრობდა და მოგების შემთხვევაში მას ეს სურვილი აუხდებოდა, მაგრამ მას მაშინ სამწუხაროდ, მხოლოდ ავეჯი ხვდა წილად. შესაბამისად, ნათელია, თუ რაში გამოიყენებს მოგებულ თანხას ნუცა ბუზალაძე - ბინას შეიძენს.
ამავე გადაცემის მიმდინარეობისას, კომპანია „გალფმა“, მომღერალს სიურპრიზი გაუკეთა და ბიზნესმენ დავით იაკობაშვილის ინიციატივით, რომელიც ამავე კომპანიის აქციონერია, პროფესიული
განვითარების მიზნით 10 000 დოლარი გადასცა საჩუქრად.

1
165
4-ს მოსწონს
ავტორი:პერსეპოლისი
პერსეპოლისი
165
  
2014, 31 ივლისი, 1:04
წარმატებები ნუცას.
0 1 1