x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134512
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
ქართველი-ევროპელი?!
ნიშნავს თუ არა ქართველობა ევროპელობას? არის თუ არა საქართველო ან შეუძლია თუ არა, იყოს ევროპული ოჯახის ნაწილი? უკვე რამდენი წელი გავიდა ზურაბ ჟვანიას განცხადებიდან, რომელიც მან გააკეთა ევროსაბჭოს გენერალური ანსაბლეის სხლდომაზე, თუმცა, ეს საკითხი აქტუალობას არა და არ კარგავს. ქართველებისთვის ამ უმნიშვნელოვანეს თემაზე ბევრი დაწერილა და ბევრიც დაიწერება. მე მინდა ჩემი აზრი გამოვთქვა, რადგან მეც საქართველოს ნაწილი ვარ და ჩემთვისაც საინტერესოა ზოგადად "ევროპელობის" არსი.


"ევროპელობა-აზროვნების, ფასეულობებისა და ღირებულებათა ერთობლიობა, რომელიც პირველ რიგში სოციალურ პოლიტიკურ მოწყობასა და მასში მოკრატიული საზოგადოებისათვის დამახასიათებელ ნიშან-თვისებებში გამოიხატება". ეს განმარტება შეიძლება არ იყოს იდეალური, მაგრამ, ჩემი აზრით, ძალიან კარგად უსვამს ხაზს ევროპის და ევროპელობის ძირითად, ყველაზე მნიშვნელოვან პრინციპებსა და მახასიათებლებს.


ევროპელობა არის ლიბერალური საზოგადოება, სადაც არ ეშინიათ განსხვავებული შეხედულებების, მრწამსის, რელიგიის, კანის ფერის, ორიენტაციის, მსოფლმხედველობისა და ა.შ. ევროპული საზოგადოება არის ტოლერანტული, პატივს სცემს ინდივიდს, ყოველი ადამიანი არის განსხვავებული და განსაკუთრებული, ის არ ეწირება საზოგადოებრივ აზრს. ევროპა არის თავისუფალი, ლაღი, დემოკრატიული და იდეალებით გაჟღენთილი, თანასწორი (იგულისხმება პოლიტიკური და სამართლებრივი თანასწორუფლებიანობა). ევროპა არის უდიდესი კულტურისა და ისტორიის მატარებელი, მსოფლიოს ყველაზე აყვავებული, მიმზიდველი კუთხე. ევროპულმა ქვეყნებმა განვლეს ურთულესი გზა იმისათვის, რომ მიეღწიათ დღევანდელ მდგომარეობამდე.


უამრავი რამის თქმა შეიძლება, თუმცა, მოდი დავუბრუნდეთ ჩვენს ქვეყანას. მე მიმაჩნია, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, ვართ ევროპელები და ამაში ეჭვის შეტანა დაუშვებელია. თუ გადავხედავთ ჩვენს ისტორიას დავრწმუნდებით, რომ ბიზანტიის იმპერიასთან კავშირებით დაწყებული, ქართველი მეფეების აქტიური დიპლომატიით გაგრძელებული და რუსეთის იმპერიასთან ბრძოლით დამთავრებული, ყველაფერი ჩვენს დასავლური კულტურისკენ სწაფვაზე მეტყველებს. დავაკვირდეთ ჩვენს კულტურას, როგორი არაერთგვაროვანია იგი, მინიმუმ 4 განსხვავებული კულტურისა და ტრადიციების მქონე კუთხე საქართველოს ნაწილად მიიჩნევს თავს. სწორედ ეს არის ევროპელობა-არაერთგვაროვანი მშვიდობიანად თანამცხოვრები საზოგადოება. იმაზე მსჟელობა, რომ ჩვენ ტერიტორიულად მთლიანად არ ვეკუთვნით ევროპას და ვართ გასაყარზე, ჩემი აზრით, არაფრის მომცემია. ტერიტორია მეორეხასისხოვანია მთავარი კი-ფასეულობები და ღირებულებებია.



რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანას აქვს ურთულესი გზა გასავლელი სრულფასოვან ევროპელობამდე, მთავარია, ჩვენში ყოველთვის იყო ამის სურვილი და დღესაც ვხედავთ, როგორ მივისწრაფვით პატარ-პატარა ნაბიჯებით ამ მიზნისაკენ. იმაზე არ ვდაობთ, რომ ევროპის ნაწილი ვართ. ყურადღებას გავამახვილებ იმაზე თუ რა გვიშლის ხელს, რა ნაკლი გვაქ. პირველ რიგში, საქართველოში ძალიან სუსტად ან საერთოდ არ არსებობს სამოქალაქო საზოგადოება. ადამიანებს ისევ ეშინიათ განსხვავებულის, სიახლეების "სტარტაპების". რა თქმა უნდა, ისტორია და კულტურა არის ის, რაც ნიშნავს ჩვენს ევროპელობას, თუმცა, ჩემი აზრით, ფრაზა-"შევცვალოთ, რათა შევინარჩუნოთ"-არ ეწინააღმდეგება ჩვენს იდეალებს. უნდა შევცვალოთ, რაც ცუდია, მარტივად მივიღოთ, შევითვისოთ ახალი, არ გვეშინოდეს იმის, რომ თითქოსდა დასავლური კულტურა გარყვნის ჩვენს საზოგადოებას. ჩვენი კულტურაც ხომ დასავლურია, თუ დავფიქრდებით ამაზე აღმოვაჩენთ, რომ უამრავი მსგავსებაა ჩვენსა და "დასავლეთს" შორის, უფრო მეტიც, ჩვენ თვითონ ვართ "დასავლეთის" განუყოფელი ნაწილი.


ჩემთვის ევროპა ყოველთვის ასოცირდებოდა დიდ ბრიტანეთთან, ქვეყანასთან, რომელშიც მშვიდად ერწყმის ერთმანეთს წარსული, აწმყო და მომავალი, ისტორია და თანამედროვეობა, ტრადიციები და სიახლეები. ბრიტანელები არ ივიწყებენ ძველს, თუმცა, ქმნიან ახალს. ამ წუთში პარალელს გავავლებდი სუხიშვილების ანსამბლთან, ისინი ქმნიან ახალს ძველზე დაყრდნობით, ძველის პატივისცემით.


სამწუხაროა, რომ დღეს წინსვლასთან ერთად ჩვენი ქვეყანა უკანაც იხევს. როდესაც იდევნებიან პოლიტიკური ნიშნით თუ განსხვავებული ორიენტაციის გამო, რა თქმა უნდა, რთულია, ვისაუბროთ ჩვენს ევროპელობაზე. ასოცირების ხელშეკრულება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ დიდი პასუხისმგებლობას გვაკისრებს თითოეულ ქართველს. არ მინდა ვისაუბრო ჩვენთვის მტკივნეულ თემებზე და მხოლოდ იმედს გამოვთქვამ, რომ ჩვენ ერთად და ჩვენ ცალ-ცალკე შევცვლით ცხოვრების წესსა და დავამსხვრევთ სტერეოტიპებს.


და ბოლოს, კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, რომ საქართველო არის ევროპა და ქართველი-მაშასადამე ევროპელია. ჩვენ, ჩვენი წარსულით, ჩვენი წინაპრების განვლილი გზით უნდა ვიამაყოთ, ისტორია და კულტურა დავიცვათ და შევქმნათ ახალი, ღირებული. ევროპა ახლოსაა, მთავარია, ჩვენ არ დავშორდეთ მას! ერთხელ და სამუდამოდ უნდა მორჩეს ვარაუდი, ქართველებმა თავაწეულებმა მივიჩნიოთ თავი დასავლური კულტურის, ევროპული ოჯახის ნაწილად.

5
487
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:თეონა ახრახაძე
თეონა ახრახაძე
487
  
2014, 14 აგვისტო, 11:12
მოხარული ვარ რომ გამომეხმაურეთ და თქვენი აზრი გამოხატეთ ეთიკის ფარგლებში...ამ თემაზე მარტო ჩვენ შორის კი არა მთელ ქართულ საზოგადოებას შორის არსებობს უთანხმოება. რაღაცებში გეთანხმებით და რა რაღაცებში არა. მე მაინც ვიტყოდი რომ დღეს ჩვენი ქვეყანის, ისტორიისა, კულტურისათვის ყველაზე სანდო და შესაფერისი ადგილი ევროპაა, რომელთანაც ბევრი რამ გვაკავშირებს. მოვრჩეთ ამით
2014, 14 აგვისტო, 1:07
თურქეთი რომ ნატოს წევრია არ დამვიწყებია და თუ კარგად დააკვირდებით აღმოაჩენთ, რომ წინა კომენტარში ეგ აღვნიშნე. ეგეც თავდაცვის მიზნით. მცდარი შეხედულებები გქონიათ ევროპაზე და მის "ისტორიაზე". თქვენც ალბათ გარკვეული პროპაგანდისტული ინსტიტუტების "მსხვერპლი" ხართ. ევროპა საერთოდ რა სახსენებელია, როცა ცივილურობაზე და კულტურაზეა საუბარი, რომლის აკვანიც აზიაა. დასავლეთში ბუნებრივ მოთხოვნილებებს ქუჩაში იკმაყოფილებდნენ. თითქმის ყველაფერი ღირებული აღმოსავლეთისგან აიღეს. რენესანსის შემდგომი პერიოდიდან დაიწყო მათი აყვავება. კეთილი, ასეა თუ ისე, თქვენ და თქვენნაირები იყავით ევროპელები, გგვრიდეთ ეს პრივილეგიას და იამაყეთ მაგით. მე კი ქართველი ვიქნები და ესეც მეყოფა. მოვრჩეთ...
2014, 14 აგვისტო, 0:48
დღეს ევროპელობა არავის არ ესმის ზუსტად და აი სწორედ ამიტომ არ სურს უმეტეს ნაწილს ევროპელობა, ევროპა უწინდელ ევროპას აღარ გავს, როგორც საქართველო, როგორ დავიცვათ ჩვენი ისტორია და კულტურა, როცა გადაგვარების გზაზეა?? ეხლანდელ ქართველ- ე.წ. უკვე ევროპელ თაობას თუ მოუსმენ თბილისი კობა ხაბაზმა დააარსა, ანბანი დავით აღმაშენებელმა დაწერა თურმე და აღარ ღირს გაგრძელება, რა უნდა დავიცვათ ისტორიის ნაწილიდან, რომელიც დღეს ახალ ტაობას არაფერი აინტერესებს და არ იცის???!! რა აქვს ევროპას მისაბაძი? ის რომ ფულადი ჯარიმების გამო ხალხი ძირს ნაგავს აღარ აგდებს; ის რომ იქ წყალი ძვირია და ტანსაცმლის გარეცხვას ურჩევნიათ ახალი შეიძინონ; დაკანონებულია ბევრი ის "აღვირახსნილი" წესი, რასაც ჩვენი ისტორია და მენტალიტეტი ეწინააღმდეგება; გახდეს ყველა ქართველი მამაკაცი "კონჩიტა ვურსტი" და კიდევ რამდენი.... აი ესაა ევროპა ეხლანდელი გადმოსახედით და შესაძლებელია განა ასეთ ფონზე ქართული ისტორიის, კულტურისა და მენტალიტეტის დაცვა??!!
2014, 14 აგვისტო, 0:37
თურქეთი რომ ნატოს წევრი ქვეყანაა მემგონი დაგავიწყდათ და ისიც რომ ჩვენი ქვეყნის ისტორია და კულტურა ძალიან განსხვავდება თურქეთის ისტორიისა და კულტურისგან. კიდევ იმის თქმა შეიძლება, რომ ევროპა ჩვენც გვჭირდება და ამაზე ვსაუბრობ სწორედაც...ის რომ ევროპა მსოფლიოში ყოველთვის იყო ყველაზე აყვავებული, მიმზიდველი, სასურველი კუთხე ამაზე ყველა თანხმდება და ჩვენ რატო უნდა უარვყოთ ან არ ვილაპარაკოთ ჩვენს ევროპელობაზე, როცა თანამედროვე ურთიერთდამოკიდებულ მსოფლიოში განცალკევებულად ვერ იარსებებს ქვეყანა და სხვა უკეთესი ალტერნატივა არ გვაქვს.
2014, 12 აგვისტო, 16:29
რით აღარ ამოვიდა ყელში ეს ვაზელინობა. ჩვენზე წინ მდებარეობს თურქეთი ევროპისკენ, მაგრამ იქ ევროპელობა სულ წიხლზე ჰკიდიათ და ევროპა მხოლოდ საკუთარი სარგებელისთვის და თავდასაცავად სჭირდებათ. არიან თავისთვის და იცავენ თავიანთ იდენტობას. ევროპელობა, რომ პრივილეგია გგონიათ და რაღაც ზეობის აკვანი იმიტომაც არის ცუდად საქმე.
0 1 5