x
image
worldsport.ge
სოსო ფრუიძე: “ბაქოში ფრე მისაღები იქნება”

imageსაჩხერის “ჩიხურას” მთავარმა მწვრთნელმა სოსო ფრუიძემ აზერბაიჯანელ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ბაქოს “ნეფთჩი” თავის მოედანზე ფავორიტია და მის გუნდს მომავალ შეხვედრაში ფრეც დააკმაყოფილებს.
“დასაკარგი არაფერი გვაქვს. მოედანზე გავალთ და ვიბრძოლებთ. გამარჯვებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. თუ ჩემი ფეხბურთელები თავდაჯერებული საუბრობენ, ეს კარგია. წარმატებისთვის ძალა საკმაოდ გვაქვს. ჩვენ საკუთარ თამაშს ვითამაშებთ. ბაქოში ფრე მისაღები იქნება. აქ “ნეფთჩი” ფავორიტია. მეტოქეს კარგად ვიცნობ და საქმის კურსში ვარ თუ რა შეუძლია. სტადიონი რომ სავსე იქნება არ მაღელვებს, რადგან ამას მიჩვეული ვართ” – თქვა ფრუიძემ.
საჩხერლები ბაქოში 30 ივლისს დილას გაფრინდნენ და სტადიონ “ბაქსელ არენასთან” ახლოს მდებარე სასტუმროში დაბინავდნენ. უეფას ევროპის ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი “ნეფთჩისა” და “ჩიხურას” შორის 31 ივლისს ბაქოს “ბაქსელ არენაზე” გაიმართება. შეხვედრა, თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება და მას რუმინელი არბიტრები განსჯიან. მთავარი მსაჯი კრისტიან ბალაი იქნება, რომელსაც სებასტიან გეორგე და ოვიდიუ არტენე დაეხმარებიან. მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი გეგმავს.


ლაშა თაბაგარი

www.worldsport.ge

0
24
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
24
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0