x
image
worldsport.ge
მოურინიუ: “მოდრიჩმა “ჩელსიზე” უარი თქვა”

imageლონდონის “ჩელსის” პორტუგალიელმა მთავარმა მწვრთნელმა – ჟოზე მოურინიუმ განაცხადა, რომ მას მადრიდის “რეალიდან” ლუკა მოდრიჩის შეძენა სურდა, მაგრამ ფეხბურთელმა ინგლისელთა წინადადება დაბლოკა.
გასული სეზონი ხორვატმა ნახევარცველმა უმაღლეს დონეზე ჩაატარა, რაც ევროპული ფეხბურთის გრანდებს არ გამოჰპარვიათ. ამ გუნდებს შორის იყო “ჩელსიც”, მაგრამ მოდრიჩმა მადრიდში დარჩენა ამჯობინა.
“მოდრიჩს რამდენიმეჯერ დავურეკე და “ჩელსიში” გადმოსვლა შევთავაზე. ლუკას პროფესიონალიზმს ძალიან ვაფასებ და ძალიან მსურდა მისი გადმობირება, მაგრამ მას “რეალიდან” წასვლა არ სურს.” – აქვეყნებს მოურინიოს სიტყვებს Sportske Novosti.
შეგახსენებთ, რომ მოდრიჩი “რეალში” სწორედ მოურინიუს მწვრთნელობის პერიოდში გადავიდა.

ლევან გოგოტიშვილი

www.worldsport.ge

0
22
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
22
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0