x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134381
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508455
ქართული სახეები ყველაზე ლამაზი ოპერის მომღერლების ათეულში
image

ესპანელმა ბლოგერებმა გამოკითხვა ჩაატარეს, თუ ვინ იყო ყველაზე ლამაზი ოპერის მომღერალი. გამოკითხვის შედეგად შედგა ათეული, სადაც სილამაზესთან ერთად გათვალისწინებულია მათი მუსიკალური შესაძლებლობებიც და სიას სათავეში ქართველი სოპრანო, ნინო მაჩაიძე უდგას. ამავე ათეულში მოხვდა ქართველი მეცო-სოპრანო ნინო სურგულაძე. მომღელები ამჟამად თბილისში იმყოფებიან და ისვენებენ, რის შემდეგაც ისევ დაუბრუნდებიან თავიანთ სამუშაოს. ნინო სურგულაძემ ეს სიახლე საზოგადოებრივი მაუწყებლისგან შეიტყო და სასიამოვნოდ გაოცებულიც დარჩა. მიუხედავად სიახლით გამოწვეული სიხარულისა, მომღერლებმა აღნიშნეს, რომ მათთვის მნიშვნელოვანია არა სილამაზის, არამედ მათი სამსახიობო ნიჭის, შესრულების მანერისა და ვოკალური მონაცემების შეფასება, რის ნაკლებობასაც ნამდვილად არ განიცდიან და წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყნის სახელით წარმატებულად მოღვაწეობენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

ესპანელების მიერ შედგენილი ყველაზე ლამაზი ოპერის მომღერალთა ათეული კი ასე გამოიყურება :

1. ნინო მაჩაიძე - ქართველი სოპრანო.

image




2. კარმენ ჯანატაზიო – იტალიელი სოპრანო.

image



3. კრისტინე ოპოლაისი – ლატვიელი სოპრანო.

image



4. ოლგა პერეტიატკო – რუსი სოპრანო.

image



5. აილინ პერეზი – ამერიკელი სოპრანო.

image



6. ელინა გარანჩა - ლატვიელი მეცო-სოპრანო.

image



7. იულია ნოვიკოვა - რუსი სოპრანო.

image



8. ნინო სურგულაძე - ქართველი მეცო-სოპრანო.

image



9. სონია იონჩევა - ბულგარელი სოპრანო.

image



10. ანა ნეტრებკო - რუსი სოპრანო.
image




0
253
7-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:პერსეპოლისი
პერსეპოლისი
253
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0